მძარცველებმა ბანკომატი ააფეთქეს: პოლიციამ დამნაშავეები დააკავა

© photo: Sputnikბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძარცველებმა ასაფეთქებლის მუხტის სიმძლავრე სწორად ვერ გათვალეს და აფეთქების შედეგად, ბანკომატთან ერთად, მთელი ფულიც განადგურდა

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. იტალიის პოლიციამ ქვეყნის სამხრეთში, აპულიას ოლქში მძარცველთა ბანდა დააკავა, რომლებმაც ბანკომატი ააფეთქეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

VTB bank-ის ძარცვა ქალაქ ზუგდიდში - Sputnik საქართველო
VTB ბანკის ფილიალის ძარცვა ზუგდიდში: კადრები დანაშაულის ადგილიდან

მძარცველებმა ბანკომატის გასაძარცვად სამი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს, მაგრამ მუხტის სიმძლავრე სწორად ვერ გათვალეს და  აფეთქების შედეგად, ბანკომატთან ერთად, მთელი ფულიც განადგურდა. დამნაშავეებმა კი გაქცევით უშველეს თავს.

პოლიციამ შეისწავლა ვიდეოკამერების ჩანაწერები და გაქცეულ დამნაშავეებს მიაგნო.

ეს ადრე ნასამართლევი ორი ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა, რომელთაგან ერთი 26, ხოლო მეორე 63 წლისაა. მათი საცხოვრებლების ჩხრეკისას კარაბინერებმა მსხვილი კალიბრის ვაზნები და აცეტილენის ავზები იპოვეს, რომელიც ასაფეთქებლის დასამზადებლად გამოიყენება. 

ყველა ახალი ამბავი
0