ძიუდოისტების ტრიუმფი - თბილისის გრან-პრის პირველ დღეს ქართველებმა ოქრო აიღეს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის გრან-პრი - ყველა ქართველმა ძიუდოისტმა საპრიზო ადგილი დაიკავა
თბილისის გრან-პრი - ყველა ქართველმა ძიუდოისტმა საპრიზო ადგილი დაიკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ძიუდოს ნაკრებს ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოუტანეს ლუხუმ ჩხვიმიანმა, ვაჟა მარგველაშვილმა, თემურ ნოზაძემ და ლაშა ჩადუნელმა.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ოქროს მედლები მოიპოვეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ლუხუმ ჩხვიმიანმა და ვაჟა მარგველაშვილმა თბილისის გრან-პრის პირველივე დღეს, რომელიც პარასკევს დაიწყო. 

ჩხვიმიანს არ ჰყავდა ტოლი 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ხოლო მარგველაშვილმა 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჩხვიმიანმა თანაგუნდელ ამირან პაპინაშვილს სძლია. ეს ორთაბრძოლა შარშანდელი გრან-პრის განმეორება გახდა, მაშინაც ჩხვიმიანმა მოიგო.

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის გრან-პრი ძიუდოში - ორთაბრძოლა ქართველ ძიუდოისტებს შორის
Гран-при столицы Грузии по дзюдо - поединок между грузинскими дзюдоистами - Sputnik საქართველო
თბილისის გრან-პრი ძიუდოში - ორთაბრძოლა ქართველ ძიუდოისტებს შორის

ამავე წონით კატეგორიაში ორივე ბრინჯაო აიღეს ქართველმა ძიუდოისტებმა — თემურ ნოზაძემ და ლაშა ჩადუნელმა. ამგვარად, მთლიანი პოდიუმი ქართველებმა დაიკავეს.

რაც შეეხება 66 კგ-მდე წონით კატეგორიას, ფინალში ვაჟა მარგველაშვილი ბრაზილიელ დანიელ კარგნინზე ძლიერი აღმოჩნდა, რომელსაც „ოქროს დროში“ სძლია. 24 წლის მარგველაშვილისთვის გრან-პრიზე ეს გამარჯვება ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორე გახდა. პირველი წარმატება მას 2016 წელს ეწვია.

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის გრან-პრი ძიუდოში - მარგველაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
Гран-при столицы Грузии по дзюдо - Маргвелашвили получил золото - Sputnik საქართველო
თბილისის გრან-პრი ძიუდოში - მარგველაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველი ქომაგების სამწუხაროდ, რომლებმაც ახალი „სპორტის სასახლის“ ტრიბუნები გაავსეს, ამ წონით კატეგორიაში მარგველაშვილს მედლების ჩათვლაში მისმა თანაგუნდელებმა მხარი ვერ დაუჭირეს — ნიკო ჭიკაიძემ რეპეშაჟში უზბეკ შაჰრამ აჰადოვს დაუთმო, ბრინჯაოსთვის ბრძოლა ლაშა გიუნაშვილმა იგივე აჰადოვთან წააგო.

პირველ დღეს ქალებმაც გაათამაშეს მედლები სამ წონით კატეგორიაში: 48, 52 და 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. თუმცა ვერცერთი ქართველი გოგონა პოდიუმზე ვერ ავიდა. ყველაზე ახლოს მედალთან იყო მარიამ ჯანაშვილი (-52 კგ), მაგრამ სპორტსმენი დამარცხდა რეპეშაჟში თურქმენ გულბადამ ბაბამურატოვასთან, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის გრან-პრი ძიუდოში - მარგველაშვილის ბრძოლა ოქროს მედლისთვის
Гран-при столицы Грузии по дзюдо - Маргвелашвили ведет бой за золото - Sputnik საქართველო
თბილისის გრან-პრი ძიუდოში - მარგველაშვილის ბრძოლა ოქროს მედლისთვის

მეორე დღეს, 31 მარტს მამაკაცები მედლებს ორ წონით კატეგორიაში გაათამაშებენ: 73 და 81 კგ-მდე, ქალები — 63 და 70 კგ-მდე.

საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე გამოვა: ლაშა შავდათუაშვილი, ომარ ნიაზაშვილი, ზვიად კაპანაძე, ფრიდონ გიგანი (ყველანი 73 კგ-მდე); ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, კობა მჭედლიშვილი (ყველანი 81 კგ-მდე); მზია ბებოშვილი (-63 კგ); მარიამ ჭანტურია და ელისო სისაური (ორივე 71 კგ-მდე).

თბილისის გრან-პრი 1 აპრილამდე გაგრძელდება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0