საქართველოს რაგბის ნაკრები U-18 ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

© FB / Georgian Rugbyსაქართველოს რაგბის ნაკრები (U-18)
საქართველოს რაგბის ნაკრები (U-18) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მორაგბეები ფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდებიან

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა რაგბიში U-18 პორტუგალიელ თანატოლებს მოუგო 25:0 და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, რომელიც ამ დღეებში პოლონეთში მიმდინარეობს.

დავით ჩავლეიშვილის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას. თავი განსაკუთრებით გამოიჩინეს მიხეილ ალანიამ, ირაკლი მჭედლიძემ, ვანო ქერქაძემ და ზურაბ ქავთარაძემ.

საქართველოს და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრა ევროპის ერთა თასის ფინალში - Sputnik საქართველო
ქართველი მორაგბეების ახალი ტრიუმფი

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართული გუნდი თავის ძველ მეტოქეს – საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ესპანეთის დაამარცხა – 38:7.

საქართველოს ნაკრები U-18 2015 წლიდან ყოველ წელს გადის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, უცვლელად ხვდება საფრანგეთის გუნდს და სამწუხაროდ, აგებს: 2015 წელს – 0:57, 2016 – 0:42, გასულ წელს – 18:36.

იმედი ვიქონიოთ, რომ ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები წელს წარმატებას მიაღწევენ.

საქართველო–საფრანგეთის მატჩი 31 მარტს თბილისის დროით 17:50 საათზე დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0