სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი

© Sputnik / Seyran Baroyanშტორმი შავ ზღვაში
შტორმი შავ ზღვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამინდი 31 მარტიდან გამოვა

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს ზღვის სანაპიროზე, ფოთსა და ყულევში ხუთბალიანი შტორმია მოსალოდნელი, იუწყება ტელეარხი Imedi.

ფოთში ქარი წამში 13–18 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით 20–25 მეტრამდე გაძლიერდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარი თანდათან ჩადგება, თუმცა მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ხვალიდან ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე შტორმი 4–5 ბალს მიაღწევს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი სითბო იქნება.

სინოპტიკოსები ამინდის გამოსვლას 31 მარტიდან გვპირდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0