ჩხრეკა თუ ქურდობა: სააკაშვილის ადვოკატები ამოღებული ნივთების დაბრუნებას ითხოვენ

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიევში სააკაშვილის მიერ დაქირავებული ბინიდან დაიკარგა კომპიუტერი, ტელეფონი და პირადი დოკუმენტაცია.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განმეორებით მიმართეს უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას სააკაშვილი კუთვნილი ნივთების შესახებ განმარტების მიღების მიზნით, — განაცხადა პოლიტიკოსის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ.

როგორც ადვოკატი ამტკიცებს, სააკაშვილის ნივთები კიევში მის მიერ დაქირავებული ბინის ჩხრეკისას დაიკარგა 2017 წლის დეკემბერში.

„მიმართვა ეხება ჩხრეკის დროს ამოღებულ ნივთებს. ნივთები ამოიღეს და სადღაც დაიკარგა. ამიტომ ჩვენ ბრალს ვდებთ სამართალდამცავ ორგანოებს მათ ქურდობაში. მოგვცენ ინფორმაცია სად არის პირადი კომპიუტერი, ტელეფონი, გუბერნატორის მოწმობა და სხვა ნივთები“, — უთხრა ჩერნოლუცკიმ  სააგენტოს РИА Новости.

მისი თქმით, სამართალდამცველებს ჰქონდათ სანქცია ჩხრეკის ჩატარებაზე, მაგრამ ამოღებული ნივთები არ დაუპატიმრებიათ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძემ სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ადვოკატმა განაცხადა, რომ მსგავსი მიმართვა 1 მარტსაც გააგზავნეს, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიუღიათ.

მან დასძინა, რომ გამომძიებელთა ვერსიით, სააკაშვილის ნივთები მაშინ დაიკარგა, „როცა პოლიტიკოსს სამართალდამცავთა მანქანიდან აქტივისტები ათავისუფლებდნენ“.

ჩერნოლუცკიმ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, თუმცა დღემდე არ არის ინფორმაცია, რომ ასე მოხდა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსი 2015 წელს გახდა, როდესაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნეს. 2016 წელს ის სკანდალის ფონზე გადადგა და პოროშენკო რეგიონში არსებული დანაშაულებრივი „კლანების“ მფარველობაში დაადანაშაულა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ შექმნა და პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვდა

ყველა ახალი ამბავი
0