კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „კუწუ“ დააკავეს

© Pixabay / 4711018ხელბორკილების დადება
ხელბორკილების დადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის განცხადებით, ეს ბოლო დროს კიევში ქართველი „კანონიერი ქურდების“ დაკავების მეოთხე შემთხვევაა

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ქართველი ე. წ. კანონიერი ქურდი გიორგი ლობჟანიძე, მეტსახელად „კუწუ“ კიევში დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა ვიაჩესლავ აბროსკინმა თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

„კიევში დღეს პოლიციამ მორიგი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „კუწუ“ დააკავა. ეს ბოლო დროს მეოთხე შემთხვევაა. დრო მოვიდა, ამ გველებისთვის ცალკე სერპენტარიუმი (გველების მოსაშენებელი ადგილი – რედ.) ავაშენოთ. ამ ნაძირლებისთვის ვქმნით და მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას, რომ ეს სახეობა საერთოდ გადაშენდეს“, – დაწერა აბროსკინმა.

გიორგი ლობჟანიძე რუსთავში დაიბადა. „კანონიერ ქურდად“ 2004 წელს „აკურთხეს“. პირველი პატიმრობა რუსთავში 22 წლისას მიესაჯა. 2010 წელს უკრაინაში გადავიდა, სადაც 2012–2018 წლებში სამჯერ დააპატიმრეს.

ყველა ახალი ამბავი
0