ევროპული მოგზაურობა ქართულ ფასად

© photo: Guram Sherozia / FBგურამ შეროზია
გურამ შეროზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ჟურნალისტი, მოგზაური, ბლოგერი, ეკონომისტი გურამ შეროზია. იგი ბავშვობაში უცხოეთში მოგზაურობაზე ოცნებობდა. შეიძლება ითქვას ყველაზე ნაყოფიერად სწორედ ეს ოცნება განახორციელა - ამ დროისთვის სამოცზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი.

გურამ შეროზია „Sputnik საქართველოს“ მკითხველს გაუზიარებს მოგზაურობისას დაგროვილ გამოცდილებას და ისაუბრებს თემაზე: „ევროპული მოგზაურობა ქართულ ფასად“.

© FB/ Guram Sheroziaგურამ შეროზია ნიუ-იორკში
გურამ შეროზია ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გურამ შეროზია ნიუ-იორკში

— უნივერსიტეტის ადრეულ კურსებზე, რატომღაც შორეულ და ძვირადღირებულ პერსპექტივად წარმომედგინა საზღვრის გადაკვეთა — მოგზაურობა.

ოჯახს ვერ ვთხოვდი ფინანსებს პირადი სიამოვნებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა 18 წლიდან უკვე გამიჩნდა ამბიცია, რომ საკუთარი საარსებო მინიმუმი ჩემი შრომით გამომემუშავებინა, მარტოც მეცხოვრა და ბუნებრივია, სამოგზაურო თანხაზე მით უმეტეს, ვერ შევაწუხებდი მშობლებს.

22 წლის გავხდი ისე, რომ საქართველოს საზღვარი არ მქონდა გადაკვეთილი და არც თვითმფრინავით მიმგზავრია თუმცა, მას შემდეგ, 7 წლის განმავლობაში 60-მდე ქვეყნის მონახულება შევძელი.

© photo: Guram Sherozia / FBგურამ შეროზია
გურამ შეროზია - Sputnik საქართველო
გურამ შეროზია

პირველი ქვეყანა, სადაც ვიმოგზაურე, იყო ყირგიზეთი, სადაც DAAD-ის დაფინანსებით წავედი ორ კვირიან ტრენინგზე. გზად სტამბულში მომიწია 8 საათიანი გადაჯდომა. შესაბამისად ეს ქალაქიც დავათვალიერე და სწორედ მაშინ მოვიწამლე მოგზაურობის განუკურნებელი სენით. უახლოესი სამი წლის განმავლობაში, აქტიურად ვეძებდი დაფინანსებებს. სტუდენტებისთვის ეს არც ისე რთულია, მთავარია მონდომება და აპლიკაციის სწორი შევსება. დაფინანსებები შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ საიტებზე:

www.salto-youth.net

www.eastchance.com

http://eyp.org/sessions/all-events/

http://ic.daad.de/tbilissi/

ასევე, შეგიძლიათ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა უნივერსიტეტების გრძელვადიან გაცვლით პროგრამებში.

© photo: Guram Sherozia / FBგურამ შეროზია
გურამ შეროზია - Sputnik საქართველო
გურამ შეროზია

გავიდა დრო, მეც გავიზარდე და უკვე ვეღარ ვახერხებდი ახალგაზრდულ აქტივობებში ჩართვას, შესაბამისად, გახდა აუცილებელი ალტერნატიული გზა მომეძებნა უფასო ან იაფიანი მოგზაურობების. თანხა უკვე მქონდა, თუმცა ხარჯების გარეშე მოგზაურობამაც მიჩვევა იცის. რასაც ადრე უფასოდ აკეთებდი, შემდეგ გიჭირს თანხის გადახდა, ასე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ქაუჩსერფინგი: www.couchsurfing.org

ეს არის საიტი, სადაც თავმოყრილია მოგზაურები სხვადასხვა ქვეყნიდან და უფასოდ გმასპინძლობენ, სანაცვლოდ, როდესაც შენს ქალაქში ჩამოდიან, შენ მასპინძლობ, ანუ საცხოვრებლის ერთგვარი ბარტერი, გაცვლა გამოდის.

© photo: Guram Sherozia / FBგურამ შეროზია
გურამ შეროზია - Sputnik საქართველო
გურამ შეროზია

იკითხავთ, რამდენად უსაფრთხოაო. მუშაობს რეფერენსების სისტემა, ანუ ვინც რჩება კონკრეტულ მასპინძელთან, უტოვებს დადებით რეკომენდაციას, ან უარყოფითს, რომლის წაშლაც შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც ნახავთ, რომ მინიმუმ 10 ადამიანი დარჩა მასთან და ყველა აღფრთოვანდა, ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენთვისაც კომფორტული იქნება დარჩენა. ჩემი პირველი სტუმარი ფრანგი ბიჭი იყო, რომელიც დამყავდა ჩემს მეგობრებთან ერთად, სხვადასხვა გასართობ ადგილებში და გარდა იმისა, რომ დრო კარგად გავატარეთ, ენის კუთხითაც საკმაოდ დადებითი პრაქტიკა მივიღე.

© photo: courtesy of Guram Sheroziaგურამ შეროზია
გურამ შეროზია - Sputnik საქართველო
გურამ შეროზია

ადამიანები სასურველია შეარჩიოთ ადგილმდებარეობის, საერთო ინტერესების და სხვა ბევრი პარამეტრის მიხედვით, თუ კომენტარებში უწერენ, რომ საოცრად ამზადებს საკვებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უფასო ღამის გასათევთან ერთად, კვებაც გელოდებათ. სახლების დიდი ნაწილი, ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროებს არც ჩამოუვარდება და მთავარი:

აქ არ ატარებ დროს სასტუმროს ცივ კედლებში, აქ გყავს ადამიანები, რომლებიც გაკვალიანებენ, დაგყვებიან, გიხსნიან, გეხმარებიან ქალაქის შეგრძნებაში; ცხოვრობ ოჯახში და იცნობ მათ კულტურას, იგებ როგორ ცხოვრობს ვთქვათ რიგითი პარიზელი ოჯახი; არ გიწევს ხალხის გასაცნობად კლუბებში დროის ხარჯვა, მათ მეგობრებში გაერევი, რომლებიც უკვე კეთილგანწყობილები არიან თქვენს მიმართ და გართობაც მარტივდება. შეიძლება მასპინძელი ვიზუალური და სხვა ნიშნებითაც შეარჩიო და საკურორტო ლავ სთორსაც გამოჰკრათ ხელი.

© FB/ Guram Sheroziaგურამ შეროზია მალდივის კუნძულებზე
გურამ შეროზია მალდივის კუნძულებზე - Sputnik საქართველო
გურამ შეროზია მალდივის კუნძულებზე

გადაადგილებისთვის იდეალურია www.blablacar.com ეს არის საიტი, სადაც რეგისტრირდებიან ადამიანები, რომლებიც მანქანით მიდიან ერთი ქალაქიდან მეორეში და მიზერულ ფასებად თან „გაგიყოლებენ“ და სასურველ ადგილასაც დაგტოვებენ. შედარებისთვის, მილანიდან ციურიხში მატარებელი 100 ევრომდე ღირდა, მე 25 ევროდ ვიმგზავრე კომფორტული მანქანით, სწრაფად და თან კარგი დროც გავატარე გზაში.

ის, რომ იგივე პიცა, რომელიც რესტორანში 15-20 ევრო შეიძლება ღირდეს, მარკეტში 2-3 ევრომდე ღირს და სახლში შეწვის შემთხვევაში, კარგადაც დაგანაყრებთ.

© FB/ Guram Sheroziaგურამ შეროზია მალდივის კუნძულებზე
გურამ შეროზია მალდივის კუნძულებზე - Sputnik საქართველო
გურამ შეროზია მალდივის კუნძულებზე

არც ფრენაა ძვირი — www.wizzair.com საიტზე თუ შეხვალთ, შეგიძლიათ 50 ევროს ფარგლებში შეიძინოთ ქუთაისიდან ორი გზა: ვარშავას, კატოვიცის, ვილნიუსის ან ბუდაპეშტის მიმართულებით, რა თქმა უნდა ეს პიკურ სეზონებს: ზაფხულს და ახალ წელს არ ეხება. ასევე, ყველა ავია კომპანიის ყველაზე იაფი ბილეთები შეიძლიათ ნახოთ საიტებზე: www.skyscanner.com, შემდეგ ნახავთ, რომელ ავია კომპანიას აქვს კონკრეტულ თარიღებზე ყველაზე კარგი შემოთავაზება და აქვე იყიდით, ან კომპანიის საიტზე გადახვალთ.

საერთო ჯამში, თქვენი ფრენაც მოგვარებულია, ცხოვრებაც, კვებაც და შიდა გადაადგილებაც. წარმოიდგინეთ, თუ იყიდით ბუდაპეშტს 50 ევროდ, იცხოვრებთ ადგილზე უფასოდ, გადაადგილდებით 10-15 ევროს ფარგლებში ქალაქიდან ქალაქში და დავამატოთ მცირე ჯიბის ფული 5 დღეზე, ჯამში 150-200 ევრო, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მისაღები ფასია თითქმის ნებისმიერი სოციალური ფენისთვის.

მოგზაურობისას თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ცოდნა, ეს შეიძლება იყოს, ახალი ენის ათვისება, ან სრულიად შესაძლებელია, ისწალოთ დროის გადანაწილება. ეს მოგზაურობის და ცხოვრების კიდევ ერთი პლუსია.

ყველა ახალი ამბავი
0