ფეხბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ესტონეთის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 2:0. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში იხილეთ ყველაზე საინტერესო მომენტების ამსახველი კადრები.

საქართველოს ნაკრები საკმაოდ თავდაჯერებულად თამაშობდა ესტონეთის გუნდის წინააღმდეგ

ქართველ ფეხბურთელთა უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა...

... რაც ლოგიკურად აისახა შედეგებზე - თამაში დასრულდა ანგარიშით 2:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ

მიუხედავად ტაქტიკური და ტექნიკური უპირატესობისა, საქართველოს ნაკრებმა ყველა შესაძლებლობის გამოყენება ვერ შეძლო, რომლებიც მატჩის განმავლობაში მიეცა

თუმცა, მეტოქის კარში გატანილი ორი გოლი კარგი შედეგია

მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელებმა ესტონელებისათვის შეტევა განაგრძეს, თუმცა ნაკლებად ეფექტურად

ესტონელებმა თამაშის განმავლობაში ფაქტიურად ვერ შეძლეს სახიფათო მომენტის შექმნა საქართველოს გუნდის კართან

მეორე ნახევარში ქართულ გუნდს ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ქონდა, მაგრამ ფეხბურთელებმა საგოლე მომენტის სწორად რეალიზება ვერ მოახერხეს

მიუხედავად ამისა, ორმა გოლმა ზღვა ემოციები გამოიწვია გულშემატკივრებში, რომლებმაც მიხეილ მესხის სტადიონი გადაავსეს

ამხანაგურ შეხვედრებში მიყოლებით მეორე გამარჯვება კარგი სტიმულია. რამდენიმე დღის წინ, თბილისში ქართველმა ფეხბურთელებმა ლიტვის გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 4:0

შემდეგ ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები ივნისის დასაწყისში გამართავს ლუქსემბურგის წინააღმდეგ. შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ჯერ-ჯერობით უცნობია