ზაზა ურუშაძის „მანდარინები" მსოფლიოს საუკეთესო ფილმებს შორის მოხვდა

© FB / Mandarins კადრი ფილმიდან "მანდარინები"
კადრი ფილმიდან მანდარინები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რჩეული ფილმების ათეულში შესულია ფილმები: „გაქცევა შოუშენკიდან“, „ნათლია", „ნათლია 2", „სიბნელის რაინდი", „12 გაბრაზებული მამაკაცი", „შინდლერის სია", „ბეჭდების მბრძანებელი", „მაკულატურა", „კარგი, ცუდი, ბოროტი" და „მებრძოლთა კლუბი".

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. მსოფლიოს 250 ყველაზე მაღალრეიტინგულ ფილმებს შორის ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინებიც" მოხვდა, კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზამ (IMDb) ყველაზე პოპულარული ფილმების სია გამოაქვეყნა.

ფილმების, მსახიობების, ტელეგადაცემების, სერიალების და ვიდეო-თამაშების შესახებ ინფორმაციის უმსხვილეს ონლაინ-ბაზაში IMDb ქართველი რეჟისორის ფილმი 243-ე ადგილზე მოხვდა.

რჩეული ფილმების ათეულში შევიდა ფილმები: „გაქცევა შოუშენკიდან“, „ნათლია", „ნათლია 2", „სიბნელის რაინდი", „12 გაბრაზებული მამაკაცი", „შინდლერის სია", „ბეჭდების მბრძანებელი", „მაკულატურა", „კარგი, ცუდი, ბოროტი" და „მებრძოლთა კლუბი".

ბარსელონა - Sputnik საქართველო
„მანდარინები“ გაუდის პრემიის მფლობელი გახდა

„მანდარინები" ერთობლივი ქართულ-ესტონური ნამუშევარია. ფილმი 2013 წელსაა გადაღებული და მიღებული აქვს საერთაშორისო ფესტივალების 15-ზე მეტი ჯილდო.

ფილმში მოქმედება 1992 წელს აფხაზეთში, პატარა სოფელში ხდება, სადაც ადრე ესტონელები ცხოვრობდნენ. ომის დაწყებისთანავე მოსახლეობის უმრავლესობა ტოვებს სოფელს. სოფელში რჩებიან მანდარინების ბაღის პატრონი მარკუსი, ექიმი იუჰანი და ყუთების საამქროს მფლობელი ივო. მაგრამ ომი მათ სახლებშიც შემოაღწევს. ბრძოლის შემდეგ შეიარაღებული ფორმირებები უკან იხევენ, ადგილზე ბევრი დაღუპული რჩება.

გადარჩენილების ძებნისას მარკუსი და ივო აღმოაჩენენ დაჭრილ ჩეჩენ დაქირავებულ მებრძოლს — აჰმედს, რომელიც აფხაზების მხარეზე იბრძოდა. შემდეგ იპოვიან ახალგაზრდა ქართველ მებრძოლს ნიკას, რომელიც ასევე დაჭრილია. ესტონელები მათ პირველ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ და ივოს სახლში დააბინავებენ. ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდება ორი ადამიანი, რომლებიც ახლახან ერთმანეთის მტრები იყვნენ.

კადრი ფილმიდან მანდარინები - Sputnik საქართველო
რეჟისორი ზაზა ურუშაძე ფედერიკო ფელინის უფრო მიუახლოვდა

2015 წელს ამერიკის კინოაკადემიამ ფილმი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ესტონეთის სახელით „ოსკარზე" წარადგინა. ფილმი ასევე ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსზე" – ასევე „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" ნომინაციაში.

„ოსკარისა" და „ოქროს გლობუსის" ნომინაციების გარდა „მანდარინებმა" უამრავი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო მსოფლიოს არაერთ წამყვან კინოფესტივალზე. 2016 წელს ზაზა ურუშაძის ფილმი ანტონიო გაუდის პრემიის მფლობელი გახდა ნომინაციაში "საუკეთესი ევროპული ფილმი". 2017 წელს კი ფილმი კიდევ ერთი პრესტიჟული პრემიის — San Fedele-ს მფლობელი გახდა და ამით იტალიელმა მაყურებელმა ზაზა ურუშაძის ფილმი მსოფლიო მასშტაბით წლის საუკეთესო ფილმად აღიარა.

კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა IMDb 1990 წელს დაარსდა.

ყველა ახალი ამბავი
0