რას მოხმარდება კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაზრდილი ბიუჯეტი
„კოოპერატივებში სულ უფრო მეტი ფერმერი ერთიანდება და იზრდება მათი მოთხოვნები. შესაბამისად იზრდება სახელმწიფო მხარდაჭერაც“, – განუცხადა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.
გიორგი მიშელაძის თქმით, საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება, რომელთა შორისაა რძის გადამამუშავებელი საწარმოების და მევენახეობის ხელშეწყობის პროგრამები.