საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ესტონეთს ამხანაგურ მატჩში მოუგო

© FB / Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ესტონეთს ამხანაგურ მატჩში მოუგო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ესტონეთს ამხანაგურ მატჩში მოუგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს გამარჯვება ჯემალ ტაბიძემ და ვაკო ყაზაიშვილმა მოუტანეს

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მოუგო ესტონეთის გუნდს 2:0 ამხანაგურ მატჩში, რომელიც თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე შედგა.

მეექვსე წუთზე ანგარიში ჯემალ ტაბიძემ გახსნა — კუთხურის ჩაწოდების შემდეგ სტუმრების საჯარიმოში ის ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა. „უფას“ 22 წლის მცველისთვის ეს გოლი ეროვნულ ნაკრებში პირველი გახდა.

გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ინარჩუნებდნენ. კარის აღების შანსი ნიკა კაჭარავას და გიორგი მერებაშვილს ჰქონდა, თუმცა ბოლოს მათ სიზუსტემ უმტყუნა. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება ლიტვის გუნდზე - Sputnik საქართველო
საფეხბურთო გამარჯვება: როგორ დაამარცხა საქართველომ ლიტვა

35-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც MLS-ში „სან-ხოსე ერთქვეიკსის“ მოთამაშეა, ინდივიდუალური ოსტატობა აჩვენა. ის დაეუფლა ბურთს მოედნის ცენტრში, მოატყუა რამდენიმე მცველი და ესტონელების საჯარიმოში შეუსვლელად მეკარიდან შორეულ კუთხეში დაარტყა. მის წინაშე მარკო მეერიტსი უძლური აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ თამაში მსგავსი სცენარით ვითარდებოდა — საქართველო უტევდა, ესტონეთი თავს იცავდა. გიორგი მაკარიძის კართან ფაქტობრივად არცერთი სახიფათო მომენტი არ შექმნილა. ვლადიმირ ვაისის შეგირდებს ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდათ, მაგრამ მეორე ტაიმში სახიფათო და საგოლე მომენტების რეალიზაცია მათ ვერ შეძლეს.

თუმცა საბოლოო ანგარიშმა 2:0 უამრავი დადებითი ემოცია მიანიჭა ქომაგებს, რომლებმაც მიხეილ მესხის სტადიონის ტრიბუნები ბოლომდე გაავსეს.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ორ ამხანაგურ მატჩში ორი გამარჯვება მოიპოვა. რამდენიმე დღის წინ თბილისში ქართველებმა ლიტვის გუნდს ანგარიშით 4:0 მოუგეს და ორივეჯერ საკუთარი კარი ხელშეუხებლად შეინარჩუნეს.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები ივნისის დასაწყისში ლიუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრის ზუსტი დრო და ჩატარების ადგილი ზუსტდება.


ყველა ახალი ამბავი
0