თბილისში კემეროვოს მცხოვრებთა სამძიმრის წიგნი გაიხსნება

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისავაჭრო ცენტრში Зимняя вишня დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო აქცია
სავაჭრო ცენტრში Зимняя вишня დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა მსურველი სამძიმრის წიგნში ჩანაწერის დატოვებას 28-30 მარტს შეძლებს

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. კემეროვოში სავაჭრო ცენტრში Зимняя вишня მასშტაბური ხანძრის დროს ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციაში სამძიმრის წიგნი გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კემეროვოში ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში Зимняя вишня ხანძარი კვირას მოხდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 64 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. საავადმყოფოებში რჩება 13 დაშავებული, უმეტესობა მხუთავი აირით არის მოწამლული.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე კემეროვოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

სამძიმრის წიგნი გაიხსნება თბილისში მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი, 53: 28 და 29 მარტს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, 30 მარტს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ საქართველოს სახელით დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ტრაგედიის მიზეზად დანაშაულებრივი გულგრილობა და დაუდევრობა დაასახელა.

კემეროვოს ოლქის გუბერნატორის განცხადებით, კუზბასის ხელისუფლება ხანძრის დროს დაღუპულთა თითოეულ ოჯახს 1 მლნ რუბლს გადასცემს. მსგავსი ქმედებისკენ მან სავაჭრო ცენტრის მფლობელებსაც მოუწოდა. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის სავაჭრო ცენტრის მმართველი.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
„დანაშაულებრივი დაუდევრობა“: პუტინმა კემეროვოს ტრაგედიის მიზეზები განმარტა

რუსულ მხარეს სამძიმარი გამოუცხადა გერმანიისა და ავსტრიის კანცლერებმა ანგელა მერკელმა და სებასტიან კურცმა, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ჯონ ჰანტსმანმა და ლორი ბრისტოუმ, ყაზახეთის პარლამენტის სენატის სპიკერმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

საერთო ჯამში ხანძრის ლიკვიდაციაში 660 ადამიანი მონაწილეობდა.

დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით კემეროვოში მომხდარი ხანძარი ბოლო 100 წლის განმავლობაში რუსეთში მომხდარი უდიდესი ხანძრების ოთხეულში შევიდა.


ყველა ახალი ამბავი
0