კახეთში ოთხ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერდა

© courtesy of National Food Agencyინსპექცია ხორცის ხარისხს ამოწმებს
ინსპექცია ხორცის ხარისხს ამოწმებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასაკლაოებზე, სადაც შემოწმება ჩატარდა, ზოგადი სანიტარული სიტუაცია დარღვეულია

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. სანიტარული ნორმების შეუსაბამობის გამო საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში ოთხ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერა, იუწყება ტელეარხი Imedi.

გეგმიური შემოწმების დროს გამოვლენილია შეუსაბამობები, რომლის შედეგად თელავში, წნორში და ლაგოდეხში საამქროების მუშაობა შეჩერდა. კომპანია-ოპერატორები 1000-ლარიანი ჯარიმებით დაჯარიმდნენ.

„პროდუქტების გადამუშავების დროს ტემპერატურული რეჟიმის დარღვევები მოხდა. ზოგადი სანიტარული სიტუაცია არაკეთილსაიმედოა, არ ჩატარებულა მოწყობილობებისა და დანადგარების დეზინფექცია“, — განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა ნანა ახალმოსულიშვილმა.

საწარმოები საქმიანობის გაგრძელებას ყველა შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ შეძლებენ, აღნიშნა მან.

ვაჭრობა დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: საშიში ხორცი თბილისის ბაზრებში

სპეციალისტები არ ურჩევენ მომხმარებლებს საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენას, ხორცი უნდა იყოს ღია ვარდისფერი ან ღია წითელი, არ უნდა იყოს მუქი ფერის. ასევე უმჯობესია არ შეიძინოთ ხორცი, რომელიც მაცივრის გარეშე ინახება. მნიშვნელოვანია ასევე ვეტერინარული სამსახურის ნიშნის არსებობა ხორცზე.

უხარისხო ხორცი სერიოზული დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს — კუჭნაწლავის ინფექციების, ტუბერკულიოზის, ცოფის და ა.შ.

თებერვლის ბოლოს საეჭვო წარმომავლობის ორ ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. თებერვლის დასაწყისში კი იგივე უწყებამ დოკუმენტების შემოწმებისას შპს „ახალ ხორცში“ გამოავლინა ვადაგასული, საეჭვო წარმომავლობის 400 კგ ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

კვლევები ხორცის ხარისხზე საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში 2017 წლის მარტიდან ტარდება. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში შემოწმებისას გამოვლინდა ცხენის ხორცის უკანონო ვაჭრობის 12 ფაქტი, მათ შორის ერთ შემთხვევაში ვირის ხორცი გამოვლინდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0