Imagine Dragons საქართველოში კონცერტს გამართავს

© FB / Imagine Dragonsამერიკული ინდი-როკჯგუფი Imagine Dragons
ამერიკული ინდი-როკჯგუფი Imagine Dragons - Sputnik საქართველო
გამოწერა
Imagine Dragons-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემები ჯერჯერობით არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, კონცერტი სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. პოპულარული ამერიკული ინდი-როკჯგუფი Imagine Dragons საქართველოში კონცერტს გამართავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი კომპანია Fix Group-ზე დაყრდნობით.

პროექტის მენეჯერის ირაკლი კობერიძის თქმით, კომპანიამ ჯგუფს ორი ლოკაცია შესთავაზა და ჯგუფის მენეჯერებისგან დასტურს ელოდება. ადგილის შერჩევის შემდეგ კონცერტის ზუსტი თარიღიც გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, კონცერტი სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.

Imagine Dragons სხვადასხვა კონტინენტზე საგასტროლო ტურს მართავს სახელწოდებით Evole World Tour. Imagine Dragons-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემები ჯერჯერობით არ არის, თუმცა, საყურადღებოა, რომ 31 აგვისტოს როკერები კონცერტს უკრაინაში გამართავენ.

Imagine Dragons 2008 წელს ლას-ვეგასში შეიქმნა. 2012 წლის სექტემბერში ჯგუფმა ჩაწერა სადებიუტო სტუდიური ალბომი Night Visions, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ამერიკულმა ჟურნალმა Billboard ჯგუფ Imagine Dragons-ს „2013 წლის ყველაზე კაშკაშა ახალი ვარსკვლავი“ უწოდა, ხოლო ჟურნალმა Rolling Stone მათ სინგლს სახელწოდებით Radioactive – „წლის ყველაზე დიდ როკ-ჰიტი“.


ყველა ახალი ამბავი
0