უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცების საფლავები აღმოაჩინეს

© Sputnik / Levan Avlabreliმეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავიდან მიწის გადაცემა მათი ახლობლებისთვის
მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავიდან მიწის გადაცემა მათი ახლობლებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ნათესავებს ქალაქ ორიოლში ძმათა სასაფლაოდან მიწა გადასცეს

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცების შთამომავლებს ახლობლების საფლავიდან მიწა გადასცეს.

1942 წელს დაკარგული შალვა გოგსაძის შვილიშვილმა საქართველოს ვეტერანთა ცენტრალურ საბჭოს ბაბუას საფლავის მოძიების თხოვნით მიმართა.

„ძალიან მინდოდა, რომ დედაჩემს, რომელსაც მამა არასდროს უნახავს, სცოდნოდა, სად არის ის დასაფლავებული. ჩემი მიმართვით დაიწყო ყველაფერი“, — გვიამბო ნუნუ სირაძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliმეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავიდან მიწის გადაცემა მათი ახლობლებისთვის
Передача земли с могил павших грузинских солдат ВОВ их семьям - Sputnik საქართველო
მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავიდან მიწის გადაცემა მათი ახლობლებისთვის

ქართველი ჯარისკაცების კვალს ქალაქ ორიოლში ძმათა სასაფლაოზე მიაგნეს. სასაფლაოზე დაკრძალულია ჯარისკაცები, რომლებიც 1942-1943 წლებში დაიღუპნენ.

ომში დაღუპული ამბროსი ლილუაშვილის შვილთაშვილის თქმით, მისმა ოჯახმა 75 წლის განმავლობაში არაფერი იცოდა.

„ბაბუაჩემი ამბროსი ლილუაშვილი ფრონტზე 1943 წლის მაისში გაიწვიეს. უკვე 3 ივლისს მივიღეთ წერილი, სადაც ეწერა, რომ ის დაიღუპა. იმ დროიდან არაფერი ვიცოდით მის შესახებ“, — განაცხადა ზაზა ლილუაშვილმა.

© Sputnik / Levan Avlabreliმეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავიდან მიწის გადაცემა მათი ახლობლებისთვის
Передача земли с могил павших грузинских солдат ВОВ их семьям - Sputnik საქართველო
მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავიდან მიწის გადაცემა მათი ახლობლებისთვის

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 73 წლისთავისთვის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 350 ათასი ხის დარგვა იგეგმება. ხეები ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაირგვება. როგორც შალვა გოგსაძისა და ამბროსი ლილუაშვილის ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, ისინი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.


ყველა ახალი ამბავი
0