„რატომ არ აქვთ ღორებს სახელები?" – ქართველი რეჟისორის ფილმს შვეიცარიაში აჩვენებენ

© Visions Du Réelკადრი ფილმიდან „რატომ არ აქვთ ღორებს სახელები?"
კადრი ფილმიდან „რატომ არ აქვთ ღორებს სახელები? - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ მამაგულაშვილის ფილმი მოგვითხრობს ადამიანების ურთიერთობებზე შინაურ ცხოველებთან.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ზურაბ მამაგულაშვილის დოკუმენტურ ფილმს „რატომ არ აქვთ ღორებს სახელები?" შვეიცარიის კინოფესტივალზე Visions Du Réel წარადგენენ.

ფესტივალი 13-21 აპრილს ქალაქ ნიონში გაიმართება. ქართულ 33-წუთიან ფილმს ინგლისურ და ფრანგულენოვანი ტიტრებით 17 და 20 აპრილს აჩვენებენ სექციაში „ღია სცენები".

„კეისარი“ ლამაზი და მხიარული გოჭია. პატრონს უყვარს ის. წითელ სვიტერსაც კი უქსოვს, რომ თბილად ჰყავდეს. მაგრამ განა ეს მისი ბედის ფინალს შეცვლის? ფილმი მოგვითხრობს ჩვენს დამოკიდებულებაზე ცხოველებთან, რომელთაც ყოველდღიურად მივირთმევთ, თუმცა მაინც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ძალიან გვიყვარს ისინი", — ნათქვამია კინოფესტივალის ვებ-გვერდზე მამაგულაშვილის ფილმის შესახებ.

ფილმმა უკვე გაიმარჯვა საქართველოს სტუდენტური დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე GIPA Doc U.

საერთაშორისო კინოფესტივალი „ფაჯრი“ ირანში - Sputnik საქართველო
ირანის კინოფესტივალზე ექვსი ქართული ფილმი წარდგება

Visions Du Réel – ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ფესტივალია. ის 1969 წელს დაარსდა და ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ფართოდ არის წარმოდგენილი დოკუმენტური კინემატოგრაფიული შემოქმედება პოსტსაბჭოთა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

ფესტივალთან ფუნქციონირებს კინობაზარი, სადაც რეჟისორები და კინოპროდიუსერები ხვდებიან და ერთმანეთში კონტაქტებს ცვლიან.

წელს ნიონის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 174 ფილმი 53 ქვეყნიდან, მათ შორის, ფესტივალის პრემიის პრეტენდენტი 10 ფილმი.

ყველა ახალი ამბავი
0