„ჰერმესი“: გამოძიება დაადგენს, საიდან მოიტანეს ძაღლებმა ადამიანის ნაწილები

© Sputnik / Levan Avlabreliძაღლი
ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ როგორ აღმოჩნდა თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში ადამიანის სხეულის ნაწილები, ამას გამოძიება გაარკვევს, განუცხადა შპს „ჰერმესის“ დირექტორმა მიხეილ ძაგანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.
„ჰერმესი“: გამოძიება დაადგენს საიდან მოიტანეს ძაღლებმა ადამიანის ნაწილები

„დასაზუსტებელია, ეს ინცინდენტი იყო თუ არა იმ ადგილიდან, სადაც ჩვენი სამედიცინო ნარჩენები იმარხება. რაც შეეხება პროცედურას, ჩვენ აღნიშნულს  შესაბამისი პროცედურის დაცვით ვახორციელებთ“, — განმარტა მიხეილ ძაგანიამ.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკის დასახლებაში არსებულ უპატრონოთა სასაფლაოზე ძაღლები ცხედრებს ჭამენ. ადგილობრივების განცხადებით, სასაფლაოდან ძაღლებს ცხედრის ნაწილები დასახლებულ ტერიტორიამდეც მოაქვთ. მოსახლეობის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ  მესაფლავეები საფლავებს ღრმად არ თხრიან.

ყველა ახალი ამბავი
0