თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ავტომობილი, რომლითაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გადაადგილდება, წყნეთის გზატკეცილზე, სკოლასთან ახლოს 12 წლის მოზარდს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) შსს-ზე დაყრდნობით.
ინციდენტის დროს მანქანაში ქეთევან ციხელაშვილიც იყო, თუმცა მანქანას მისი მძღოლი მართავდა.
დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება. სახელმწიფო მინისტრმა დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში მოინახულა.
გამოძიება 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.