პოროშენკო: სავჩენკოსა და სააკაშვილის მხილების ოპერაციები სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ლიდერის თქმით, სააკაშვილი და სავჩენკო ქვეყანაში „რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო გადატრიალებას“ ამზადებდნენ.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და უმაღლესი რადის დეპუტატის, უკრაინის გმირის, ნადეჟდა სავჩენკოს მხილება სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს, იუწყება РИА Новости

ნადეჟდა სავჩენკო - Sputnik საქართველო
ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის რადიდან გასვლისას დააკავეს – ვიდეოკადრები

უკრაინის ლიდერის თქმით, სააკაშვილი და სავჩენკო ქვეყანაში „რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო გადატრიალებას“ ამზადებდნენ.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის უშიშროების სამსახურმა ორი მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა, რომლებიც სპეცსამსახურების სახელმძღვანელობში შეტანას იმსახურებს… მიღებულია სარწმუნო მტკიცებულებები და გადაკეტილია დნეპრი-მოსკოვის დამაკავშირებელი ფინანსური არხი, რომლითაც მათ 30 ვერცხლი გადაჰქონდათ”, — ციტირებს პოროშენკოს სიტყვებს გაზეთი „უკრაინსკაია პრავდა“.

სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით და პოროშენკოს „პატივისა და ღირსების არმქონე იაფფასიანი მატყუარა“ უწოდა. 

„თუ მამხილეთ, მიიყვანეთ თქვენი „მხილება“ ბოლომდე. შემომიშვით უკრაინაში და თქვენი ეჭვები სასამართლოში დაამტკიცეთ! მე თავს ჯერ სასამართლოში დავიცავ, მომავალ წელს კი ყოფილ პრეზიდენტ პოროშენკოს წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენებას მივცემ“, — დაწერა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის უკვე შესულია ისტორიის სახელმძღვანელობში, ხოლო უკრაინის პრეზიდენტს „მხოლოდ კრიმინალურ და სასამართლო ქრონიკებში მოხვედრა მოელის“.

ყველა ახალი ამბავი
0