„ოსკარის“ კინოაკადემიის პრეზიდენტს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

გამოწერა
გასულ წელს აკადემიამ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინს „ოსკარის“ პრემიის ჟიურის კოლეგიის წევრობა სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების გამო ჩამოართვა

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ამერიკული კინოაკადემია „ოსკარის“ პრეზიდენტმა ჯონ ბეილიმ სექსუალურ შევიწროებაში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სიცრუე უწოდა.

გასულ კვირაში გამოცემა Variety იუწყებოდა, რომ ამერიკული კინოაკადემია „ოსკარის“ პრეზიდენტ ჯონ ბეილის სექსუალურ შევიწროებაში ბრალი სამმა ქალმა დასდო. კინოაკადემიის პრეზიდენტმა დაწესებულების თანამშრომლებს წერილობით მიმართა და საკუთარი პოზიცია განუმარტა.

მისი თქმით, მანამდე კომენტარებისგან თავს იკავებდა, რათა აკადემიის შიგნით ვითარების დარეგულირების პროცესისთვის ხელი არ შეეშალა.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
მამაკაცს, რომელიც ცოლს სისტემატურად სცემდა, სასამართლომ ერთი წელი მიუსაჯა

„მედიაში გავრცელებული განცხადებები, თითქოს ჩემ წინააღმდეგ უამრავი საჩივარი არსებობს, სიცრუეა. ეს განცხადებები ჩემი 50-წლიანი კარიერისთვის ჩრდილის მიყენებას ემსახურება“, — ციტირებს Variety კინემატოგრაფისტის მიმართვას.

ბეილი განმარტავს, რომ მის წინააღმდეგ, შევიწროებასთან დაკავშირებით, შესულია მხოლოდ ერთი საჩივარი, თუმცა მასში აღწერილი მოვლენები სინამდვილეს არ შეესაბამება. 

გასული წლის ოქტომბერში აკადემიამ „ოსკარის“ პრემიის ჟიურის კოლეგიის წევრობა, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების გამო, პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინს ჩამოართვა. ვაინშტეინი მეორე ადამიანია, რომელიც აკადემიის 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში კოლეგიიდან გარიცხეს.

მოგვიანებით აკადემიამ ქცევის ახალი კოდექსი წარმოადგინა, რომლის თანახმად, აკადემიის წევრებს, სექსუალური შევიწროების ან დისკრიმინაციის გამო, სტატუსი ჩამოერთმევათ ან მათ მიმართ დისციპლინური ზომები გატარდება.

ოპერატორი, რეჟისორი და ამერიკული კინემატოგრაფის ვეტერანი ჯონ ბეილი კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. ბეილი ცნობილია ისეთ ფილმებზე მუშაობით, როგორიცაა „ამერიკელი ჟიგოლო“ (American Gigolo) და „ზაზუნას დღე“ (Groundhog Day). 


ყველა ახალი ამბავი
0