მესტიიდან თბილისამდე ფეხით ერის გამოსაღვიძებლად

© photo: Sputnik / Besik Pipiaმესტია-ზუგდიდის გზა
მესტია-ზუგდიდის გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით თორდია მიაჩნია, რომ საზოგადოება ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ ინერტული გახდა.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. „მიძინებული ერის გამოსაღვიძებლად“ მოქალაქე  დავით თორდია მესტიიდან თბილისში ფეხით ჩასვლას გეგმავს, წერს ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

ფირმა „აიისას“ პრეზერვატივი თამარ მეფის გამოსახულებით - Sputnik საქართველო
აქცია ლოზუნგით „თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს"

დავით თორდიას, რომელიც სამეცნიერო კვლევით ცენტრს „ახალ სიტყვას“ ხელმძღვანელობს, მიაჩნია, რომ საზოგადოება ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ ინერტული გახდა. 

"ხალხს არ აქვს რეაქცია. ხალხს სძინავს. მაგალითს მოგიყვანთ, აი ბორდოში, საფრანგეთში შარშან, ჩვენ გვაღიარეს და გვითხრეს — კი ბატონო, თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც პირველად ყურძნისგან ღვინო დაწურა და ეს იყო 8000 წლის წინო, ეს თქვენ იყავითო ქართველებიო. ამაზე ხალხს რეაქცია არ აქვს და არც სახელმწიფოს. მოხდა ამის გაჟღერება მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებში, ამით მორჩა და დამთავრდა. საქართველომ უნდა გამოიღვიძოს“, — აღნიშნა  დავით თორდიამ.

დავით თორდია ამ დროისთვის უკვე ზუგდიდშია და ირწმუნება, რომ მესტიიდან ფეხით ჩავიდა. მას სამოსიც მისიის შესაფერისი აცვია, წარწერით „იბერიის გაბრწყინებისთვის“. 

დავით თორდია მორიგ შესვენებას ხობში გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0