კოშმარი სასაფლაოზე: ძაღლები ცხედრებს ჭამენ

© Sputnik / Alexander Imedashviliძაღლი მირბის ყინულზე ზამთარში
ძაღლი მირბის ყინულზე ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივების განცხადებით, სასაფლაოდან ძაღლებს ცხედრის ნაწილები დასახლებულ ტერიტორიამდე მოაქვთ

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თბილისში, აფრიკის დასახლებაში, უპატრონოთა სასაფლაოზე ძაღლები ცხედრებს ჭამენ, იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2 (Rustavi2).

ტელეკომპანიასთან საუბარში ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ სასაფლაოდან ძაღლებს ცხედრის ნაწილები დასახლებულ ტერიტორიამდეც მოაქვთ და ეს იმიტომ ხდება, რომ მესაფლავეები საფლავებს ღრმად არ თხრიან. 

„დილოთ რომ გამოვედი ეზოდან, დავინახე ძაღლს რაღაც მოჰქონდა, როცა მივედით, ქალის ფეხი იყო, რომელსაც ძაღლი თითებს უჭამდა“, — განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა  რუსთავი 2-ს.

მოსახლეობამ  მომხდარის შესახებ დღეს პოლიციას აცნობა.  სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე  მივიდნენ, თუმცა მათ  მოსვლამდე  მიცვალებულის სხეულის ნაწილი მამაკაცმა, რომელიც ადგილობრივების ვარაუდით სასაფლაოს ადმინისტრატორი იყო, ტომარაში ჩააგდო და წაიღო.

ადგილობრივების განცხადებით, მსგავსი ფაქტი პირველი არ არის და მათ სასაფლაოს ადმინისტრაციასაც მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან  რეაგირება არ მოჰყოლია.

ქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ინფორმაციას გადაამოწმებს და შესაბამის ზომებსაც მიიღებს. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0