თბილისი, 25 მარტი — Sputnik. კახეთში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებიდან 15 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 14:45 საათზე მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი 47 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.