თბილისი, 24 მარტი — Sputnik. აჭარაში, სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი თეთრი თოვლის ნაცვლად ყვითელი თოვლით დაიფარა, იუწყება ვებგვერდი batumelebi.netgazeti.ge კურორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პარასკევს, 23 მარტს, კურორტზე ყვითელი წვიმა მოვიდა, რომელმაც თოვლს ფერი შეუცვალა.
სინოპტიკოსების განმარტებით, ტალახიანი წვიმის მიზეზი საჰარიდან გავრცელებული ქვიშიანი ქარი გახდა. სპეციალისტების თქმით, ეს არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა და რაიმე ექსტრემალურ პროცეს ადგილი არ აქვს.
ქარს, რომელმაც საქართველოში მტვრის ნარჩენები გადმოიტანა – „სიროკო“ ჰქვია. ის ჩრდილოეთ აფრიკაში, უდაბნოში წარმოიშვა. „სიროკო“ სამხრეთ-დასავლეთის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ძლიერი ქარია და ჩრდილოეთ აფრიკის შიდა რაიონებისა და არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოებიდან უბერავს.
პარასკევს საქართველოს ცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყვითლად იყო შეფერილი, მოგვანებით კი ტალახიანი წვიმა წამოვიდა.