ფოთში მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა

გამოწერა
ფოთელები ყოველ წელს თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ, რომელიც თევზის რეწვის ყოველ სეზონზე თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან ვრცელდება.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. „ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერის სუნთქვა!“ — ამ სახელწოდებით ფოთში მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა, იტყობინება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ქალაქში ქაფშიის რეწვის ყოველ სეზონზე უსიამოვნო სუნია, რომელიც თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან ვრცელდება.

112 - Sputnik საქართველო
ჯილეხის შემთხვევა ფოთში

ფოთში სულ ოთხი თევზის გადამამუშავებელი ქარხანა ფუნქიონირებს. მიუხედავად იმისა, რომ ფოთელები ყოველ წელს თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ, პრობლემა ამ დრომდე არსებობს.

„ქალაქში მოწამლულია ჰაერი და შესაბამისად, ვიწამლებით  ყველანი. რა თქმა უნდა, ამით ჩვენს ჯანმრთელობასაც საფრთხე ექმნება. წლებია ეს პრობლება არსებობს და მოგვარებაზე არავინ ფიქრობს,“ — განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

აქციის მონაწილეები ადგილობრივ  ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ყველა ახალი ამბავი
0