თბილისი, 23 მარტი — Sputnik. რუსთავში სიტყვიერი დაპირისპირება სროლით დასრულდა. დაიჭრა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი მსუბუქად დაიჭრა და მას საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა.
როდესაც ადგილზე პოლიცია მივიდა, არ დახვდა არც დაჭრილი და ადგილზე ვერც დანაშაულის კვალი აღმოაჩინა; ასევე არ იყო რაიმე ნივთმტკიცება. მაგრამ სისხლის სამართლის საქმე მაინც აღიძრა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.