საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი კარიერას ვალიურ კლუბში გააგრძელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი ნემსაძე - საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი (ცენტრში) გუნდის მოთამაშეებთან ერთად
გიორგი ნემსაძე - საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი (ცენტრში) გუნდის მოთამაშეებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე გიორგი ნემსაძე ინგლისურ და ფრანგულ კლუბებში გამოდიოდა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კარიერას უელსის კლუბ „ოსპრეიზში" გააგრძელებს, ნათქვამია გუნდის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

33 წლის ნემსაძემ, რომელიც აქამდე ინგლისურ „ბრისტოლში" გამოდიოდა, ვალიურ კლუბთან მოკლევადიანი შეთანხმება გააფორმა, რომელიც ამ სეზონის ბოლომდეა გათვლილი. გარიგების ფინანსური მხარე უცნობია.

რაგბი: საქართველოს და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრის წინა ვარჯიში - Sputnik საქართველო
რაგბი: საქართველო-რუმინეთის ნაკრებების შეხვედრის წინ

„გიორგი გუნდს გამოცდილებასა და სიღრმეს შემატებს. ის ძალზე აგრესიულია სპორტული თვალსაზრისით და ფიზიკურად კარგად განვითარებული — როგორიც უნდა იყოს ნამდვილი თავდამსხმელი. საქართველოს ნაკრების წარმატებები ბოლო წლებში შერკინებებზეა დაფუძნებული, ხოლო ნემსაძე ამ კომპონენტში საკვანძო როლს ასრულებს", — განაცხადა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა დენ გრიფიტსმა.

ნემსაძე „ბრისტოლში" 2016 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. მანამდე ქართველი მორაგბე საფრანგეთის კლუბებში გამოდიოდა („მონტობანი", „აჟენი", „ტარბი").

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნემსაძეს 81 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მონაწილეობდა მსოფლიოს ორ ჩემპიონატში — 2011 წელს ახალ ზელანდიაში და 2015 წელს — ინგლისსა და უელსში. „ოსპრეიზი" ვალიური კლუბია. არის უელსის ოთხიდან ერთ-ერთი პროფესიული კლუბი.

ყველა ახალი ამბავი
0