გერმანიაში ქართველმა ქართველი გინებისთვის მოკლა

© Pixabay / TechLineგერმანიის პოლიცია
გერმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობა ბრალდებულის დაბადების დღის სუფრასთან მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. გერმანიაში 33 წლის ქართველის მკვლელობისთვის საქართველოს 45 წლის მოქალაქე გაასამართლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქალაქ მანჰეიმში მკვლელობა 2017 წლის 10 აპრილს მოხდა. დანაშაული ბრალდებულის დაბადების დღეს სუფრასთან მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. დაღუპულს მუცლის არეში ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქემ იტალიაში 83 წლის მამაკაცი გაძარცვა

„მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ქართველმა საკუთარ თანამემამულეს შეაგინა. შურისძიების მიზნით მამაკაცმა ის იმავე ღამეს მისსავე მანქანაში მოკლა და გერმანიიდან პოლონეთში წავიდა", — წერს ადგილობრივი მასმედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული აგვისტოში პოლონეთში დააპატიმრეს და გერმანიაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული, რომელიც განათლებით ინჟინერია, გერმანიაში თავშესაფრის მიღებას ცდილობდა და მანჰეიმის მიგრანტთა ბანაკში ცხოვრობდა.

გერმანიის სასამართლო განაჩენს 18 მაისს გამოაცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0