რითი განსხვავდება ბიტკოინების მაღაზია ბირჟისგან
„ბირჟაზე შესაძლებელია ბიტკოინის უფრო იაფად შეძენა და ძვირად გაყიდვა, ოღონდ სისწრაფის ხარჯზე. იქ მომხმარებელს ლოდინი უწევს, სანამ მისი განცხადების ფასი ვინმეს მოეწონება, მაღაზიაში კი კრიპტოვალუტას ფასი პირდაპირ ადევს და ის საქართველოში Bitfinex-ის ბირჟის კურსის საფუძველზე დგინდება", — აღნიშნა ზურაბ კერძევაძემ.
საერთო კი ბირჟასა და მაღაზიას ის აქვთ, რომ მომხმარებელმა ორივეგან რეგისტრაცია უნდა გაიაროს და ლარის საფულეში შესაბამისი თანხაც უნდა შეიტანოს, წინააღმდეგ შემთხვვეაში ვერც საიტზე და ვერც ბირჟაზე ვაჭრობას ვერ შეძლებს.