SputnikPro-ს მასტერ-კლასი თბილისში: რუსი მედიამენეჯერების წარმატების საიდუმლო

© photo: SputnikSputnikPro-ს მასტერ-კლასი თბილისში
SputnikPro-ს მასტერ-კლასი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა

საერთაშორისო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ ცენტრში რუსმა მედიამენეჯერებმა ქართული პრეს-სამსახურებისა და საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელებისთვის SputnikPro-ს სერიის მასტერ-კლასი გამართეს.

საგანმანათლებლო პროექტი - Sputnik საქართველო
Sputnik–მა საქართველოსა და სხვა ქვეყნების მედიისთვის საგანმანათლებლო პროგრამა ჩაუშვა

ჟურნალისტებს თანამედროვე მულტიმედიური საინფორმაციო სააგენტოების სტანდარტები და ტექნოლოგიები გააცნეს. მასტერ-კლასის პირველი სერია მინსკში ჩატარდა, მეორე — თბილისში, საიდანაც მედიამენეჯერები ერევანში გაემგზავრებიან. Sputnik-ის ახლო საზღვარგარეთისა და ბალტიის ქვეყნების მულტიმედიური ცენტრების დირექტორის მოადგილის მარინა პერეკრესტოვას თქმით, პროექტის საპილოტე ვერსია გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა აზერბაიჯანში, რის შემდეგაც მისი განვრცობა გადაწყდა. 

„ჩვენ ჯერ კიდევ დეკემბერში შევკრიბეთ აზერბაიჯანელი კოლეგები და გამოცდილება გავუზიარეთ. საკმაოდ კარგი გამოხმაურებებიც მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ ბაზარი ამით დაინტერესებულია, რომ ჩვენი კოლეგები მზად არიან მიგვიღონ, მოგვისმინონ, კითხვები დაგვისვან. ამიტომ გადავწყვიტეთ, თემა დიდ პროექტში გადაგვეყვანა“, — აღნიშნა პერეკრესტოვამ.

© Sputnik / STRINGERმარინა პერეკრესტოვა
Марина Перекрестова - Sputnik საქართველო
მარინა პერეკრესტოვა

მისი თქმით, SputnikPro – ეს ნიშნავს იმას, რომ გესაუბრებიან Sputnik-ის პროფესიონალები.

ციფრები, მოსაზრებები, ტრენდები — 2018 წელი

მასტერ-კლასზე პირველი პრეზენტაცია საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორის მოადგილემ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ახალი მედიის კათედრის პედაგოგმა ნატალია ლოსევამ წარმოადგინა. მან თანამედროვე მედიასივრცეში უახლოეს მიმდინარეობებზე ისაუბრა.

„დღეს ბევრი სიახლე მოვისმინე. კერძოდ, გავიგე, როგორ უნდა წარმოვადგინო ინფორმაცია, როგორ უნდა ვიმუშავო აუდიტორიასთან ინტერნეტის მეშვეობით“, — თქვა თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ფანჯიკიძემ.

© Sputnik / STRINGERნატალია ლოსევა
Заместитель Главного редактора МИА Россия сегодня Наталья Лосева - Sputnik საქართველო
ნატალია ლოსევა

თავად ლოსევას თქმით, ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება, წინ მიდის და ხშირად მისთვის ფეხის შეწყობა ჭირს. ამიტომ სხვადასხვა ქვეყნების მედიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს პროფესიული სიახლეები უნდა გაუზიარონ.

„მე, როგორც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგმა, ვიცი, რომ სახელმძღვანელოები ვერ ეწევა იმ ცვლილებებს, რომლებიც მასმედიაში ხდება. სახელმძღვანელოები და ქრესტომათიები ლამის გამოცემისთანავე ძველდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია“, — განაცხადა ლოსევამ Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

ფეიკური სიახლეები

განხილვის მომდევნო თემა იყო ფეიკური ახალი ამბები და სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელება მკითხველის შეცდომაში შეყვანისა და ფინანსურ-პოლიტიკური გამორჩენის მიღების მიზნით. ქართველი ჟურნალისტებისთვის ფეიკურ ახალ ამბებთან ბრძოლის მასტერ-კლასი საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს მრეველმა სვეტლანა ბაბაევამ ჩაატარა.

„ჩვენ სიამოვნებით ვისმენთ კოლეგების შეკითხვებს. მათ ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით შეუძლიათ თავი აარიდონ შეცდომებს და არ დაუშვან ისინი. ამაშია სიბრძნე: მოისმინო ყველაფერი, აითვისო ის, რაც შეიძლება ეფექტური და სასარგებლო გამოდგეს შენთვის, რათა საქმე უკეთ, უფრო პროფესიონალურად და სიმართლით აკეთო“, — თქვა ბაბაევამ მასტერ-კლასის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, აღნიშნული ტრენინგი შესანიშნავი პლატფორმაა ქვეყნებს შორის მასობრივი ინფორმაციის სფეროში თანამშრომლობისთვის.

„როცა მიუხედავად პოლიტიკური სირთულეებისა, კოლეგა ჟურნალისტები ურთიერთობენ და ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ — ეს შესანიშნავია. ამაშია იმის საფუძველი, რომ ყველა სირთულე გადაილახება“, — აღნიშნა ბაბაევამ.

ვიზუალური გაფორმების ხელოვნება

ბოლო ტრენინგი ბილდ-რედაქტორებისა და ფოტოგრაფებისთვის Россия сегодня-ს ონლაინ-გამოცემის ფოტოსამსახურის ოპერატიული ილუსტრირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ სვეტლანა სვიაზოვამ ჩაატარა.

© Sputnik / STRINGERსვეტლანა სვიაზოვა
Заместитель руководителя службы онлайн-изданий, начальник отдела оперативного иллюстрирования МИА Россия сегодня Светлана Свиязова - Sputnik საქართველო
სვეტლანა სვიაზოვა

„სვეტლანა სვიიაზოვას გამოსვლაში ყველაზე საინტერესო საავტორო უფლებების თემა გამოდგა, რომელიც საინფორმაციო რესურსებში ფოტოების გამოყენებას ეხებოდა. საქართველოში ძალიან ხშირად ვაწყდებით დარღვევებს. მასმედიის ნაწილი არ იცავს ამ უფლებებს, მაგრამ მომავალში ეს საკითხი ძალიან აქტუალური გახდება, ვინაიდან საერთაშორისო კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს საავტორო უფლებების საკითხს“, — განმარტა Sputnik-საქართველოს“ ბილდ-რედაქტორმა ოლგა ნეიმანმა.

სვიაზოვამ ასევე ისაუბრა რეპორტაჟებისა და ფოტოლენტების გაფორმების პრინციპებზე, რათა სტატიები და ახალი ამბები უფრო მეტად წასაკითხი და საინტერესო გახდეს აუდიტორიისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0