სამარშრუტო ტაქსებში დგომა აიკრძალა: მერია სიმკაცრისკენ მოუწოდებს

© Sputnik / Alexander Imedashviliმგზავრები სამარშრუტო ტაქსში სხდებიან
მგზავრები სამარშრუტო ტაქსში სხდებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა 100-ლარიანი ჯარიმით ისჯება

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს დედაქალაქში უფრო მკაცრად უნდა მოეკიდონ იმ მიკროავტობუსებს, რომლებიც წესებს არღვევენ და ფეხზე მდგომი მგზავრები გადაჰყავთ.

მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა 100-ლარიანი ჯარიმით ისჯება. 

„რეგულაციები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ჩვენ აღსრულების ნაწილში უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ. ეს ისევე მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით ხდება", — განაცხადა კალაძემ.

საცობი კოსტავას ქუჩაზე - Sputnik საქართველო
როგორ შეიცვალა ტრანსპორტის მოძრაობის სქემები თბილისში

მერმა ასევე გააკეთა კომეტარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე, რომელშიც საქალაქო ტრანსპორტს განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო. როგორც აღმოჩნდა, თბილისში ძველი ტიპის საქალაქო ავტობუსების 68%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა. პრეტენზიები მიკროავტობუსებთანაც არსებობს. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს მიკროავტობუსების ტექდათვალიერება მძღოლების მხოლოდ 48%-მა გაიარა.

კალაძის თქმით, ასეთი ტრანსპორტი აბინძურებს გარემოს და სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

„აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსებით. როდესაც ჩვენ დავიწყებთ ახალი ავტობუსების შემოყვანას აუცილებლად ყვითელი ეგრეთწოდებული მარშრუტკების კომპანიის მფლობელებს მოუწევთ იმაზე ფიქრი, რომ თავიანთი პარკი განაახლონ", — განაცხადა კახა კალაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, თბილისში სულ 2024 სამარშრუტო ტაქსია, საიდანაც 822-ს 2017 წელს ტექდათვალიერება არ გაუვლია. ხოლო 1182 შემოწმებული მიკროავტობუსიდან დასაშვებ ნორმებს მხოლოდ შვიდი არ აკმაყოფილებდა.

მგზავრთა გადაყვანას თბილისში 2011 წლიდან კერძო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ახორციელებს.


ყველა ახალი ამბავი
0