ქართული ფილმის მორიგი წარმატება საერთაშორისო არენაზე – ამჯერად იტალიაში

© photo : City of the Sun / FBკადრი ფილმიდან „მზის ქალაქი"
კადრი ფილმიდან „მზის ქალაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიის ერთ-ერთ ძირითად საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის რატი ონელის ნამუშევარმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი".

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის რატი ონელის დოკუმენტურმა ფილმმა „მზის ქალაქი" მორიგი ჯილდო მიიღო — ამჯერად იტალიის საერთაშორისო კინოფესტივალზე Bergamo Film Meeting.

ფესტივალი Bergamo Film Meeting, რომელიც წელს 10-18 მარტს გაიმართა, იტალიის მთავარი ფესტივალების ათეულში შედის. ბერგამოში წარმოდგენილი იყო 160 ფილმი, გარდა ამისა, გაიმართა მასტერ-კლასები, გამოფენები და კონცერტები.

ქართველი რეჟისორის ნამუშევარმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი", რომლისთვისაც 15 ფილმი იბრძოდა. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ „მზის ქალაქი" ზუსტად ასახავს შრომის საერთაშორისო ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას.

პრემია ნიკა - Sputnik საქართველო
ელდარ შენგელაიას „სავარძელი" კინოპრემია „ნიკაზეა" წარდგენილი

ცოტა ხნის წინ რატი ონელის ფილმი ხორვატიაში მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის ZagrebDox პრიზიორი გახდა. ფესტივალი ზაგრებში 25 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით პერიოდში გაიმართა.

ფილმი „მზის ქალაქი" პოსტ-აპოკალიპტური ქალაქი–აჩრდილის ჭიათურისა და მისი რამდენიმე მცხოვრების სიურრეალისტურ ხედვას წარმოადგენს. ამ გმირების ცხოვრება, ბედი და ოცნებები იმ ადგილის ნანგრევების ფონზე ვითარდება, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო თავისი არქიტექტურული და ტექნოლოგიური მიღწევებით და, განსაკუთრებით — მანგანუმის შახტით.

ფილმის სცენარის ავტორები არიან რატი ონელი და დეა კულუმბეგაშვილი. გადაღებებზე მუშაობა კინოსტუდია OFA-მ 2013 წელს დაიწყო საქართველოს, ჰოლანდიის, აშშ-ისა და კატარის კოპროდუქციის ფარგლებში. ფილმში მონაწილეობენ ზურაბ გელაშვილი, არჩილ ხვედელიძე, ირინა ფხალაძე და მარიამ ფხალაძე.

ფილმის პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

ფილმს უკვე შთამბეჭდავი ჯილდოები აქვს მიღებული: პრიზი საუკეთესო ფილმისათვის ამსტერდამში დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე და სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი 2016 წელს. 2017 წლის აპრილში „მზის ქალაქმა" ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვისბადენში (გერმანია) კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი მიიღო; ესპანეთში კი DocumentaMadrid-ზე — დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე — მთავარი პრიზი „საუკეთესო ფილმისათვის".

ყველა ახალი ამბავი
0