ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილებზე შემაკავებელი ორდერი გამოიწერება

© Sputnik / Levan Avlabreliპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირებს, რომლებმაც დანაშაული იარაღის გამოყენებით ჩაიდინეს, სასჯელის მოხდის შემდეგ მის ტარებას აუკრძალავენ.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი შეუდგა შესწორებების პაკეტის განხილვას, რომელიც მოწოდებულია ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის უფლების შეზღუდვაზე, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევების ზრდა შეინიშნება. 2017 წელს ასეთი 2,1 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მონაცემებზე 58%-ით მეტია. ამასთან, ამგვარი საქმეების გახსნის მაჩვენებელმა 72,52% შეადგინა. ასეთი დანაშაული 2014 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად გამოყვეს. ის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ამა თუ იმ საქმის განხილვისას. კანონმდებლობის გამკაცრება საქართველოს ხელისუფლებამ ოჯახური კონფლიქტების შედეგად მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
ძალადობა 9 თვის ორსულ მეუღლეზე - ბოროტმოქმედი დაკავებულია

კანონში ამჟამინდელი შესწორებები საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა. ამ შესწორებების მიღების მიზეზად უწყებამ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფა დაასახელა.

კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" ცვლილების თანახმად, პოლიცია ვალდებული იქნება, რიგი მუხლების მიხედვით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოწეროს.

ორდერის გამოწერის მუხლებს შორისაა, მაგალითად, „ჯანმრთელობისთვის განზრახ მსუბუქი ზიანის მიყენება", „წამების მუქარა", „მუქარა", „ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა".

პირისთვის, რომელზეც ორდერი გამოიწერება, გამოძიების დასრულებამდე იმოქმედებს შეზღუდვები იარაღის ტარებაზე, შენახვაზე, დამზადებასა და გამოყენებაზე.

ძალადობა - Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება

გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლის დაცვის მიზნით მოსამართლე აღკვეთის ზომის მიღებისას ვალდებული იქნება განიხილოს საკითხი იარაღის ტარების შესახებ, ასევე აუკრძალოს ბრალდებულს ძალადობის მსხვერპლთან მიახლოება. შესაბამისი შესწორებები შევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

შესწორებების პაკეტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში — დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დამატებითი სასჯელის სახით შეზღუდვებს იარაღის ტარებაზე, შენახვაზე, დამზადებასა და გამოყენებაზე.

შეზღუდვები იარაღთან დაკავშირებით სასჯელის დამატებითი ზომა იქნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს სისხლის სამართლის კოდექსის თექვსმეტი მუხლის მიხედვით იმ პირობით, რომ დანაშაული ჩადენილია იარაღის გამოყენებით, და შეიძლება გაგრძელდეს ერთიდან ხუთ წლამდე მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ.

შესწორებები ამოქმედდება პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0