ვარკეთილის ბაზრობის ერთ-ერთი მოწილე ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს

გამოწერა
დაღუპულის ახლობლების ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დღის პირველ ნახევარში ბიზნესმენის სახლში მივიდა და თავი ბანკის თანამშრომლად წარადგინა.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ერთ-ერთი ბაზრობის მოწილე, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატრული - Sputnik საქართველო
კახეთში შვილმა 91 წლის დედა ნაჯახით მოკლა

არსებული ინფორმაციით, შპს „ვარკეთილი 96"-ის გარდა, კახიძეს წილები სხვა კომპანიებშიც ჰქონდა.

დაღუპულის ახლობლების ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში ბიზნესმენის სახლში 30-წლამდე ასაკის მამაკაცი მივიდა და თავი ბანკის თანამშრომლად წარადგინა, რომელსაც წერილი უნდა გადაეცა. მას შემდეგ, რაც დამხმარე ქალმა კარი გააღო, მამაკაცმა სროლა დაიწყო. მან შვიდჯერ გაისროლა. ნუგზარ კახიძეს ოთხი ტყვია გულ-მკერდის არეში მოხვდა, დამხმარე ქალს კი მხარში.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე („განზრახ მკვლელობა") და 236-ე მუხლებით („იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარება") დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0