გუდაურში დაშავებული შვედი ორსული ქალბატონი კლინიკიდან გაწერეს

CC BY 2.0 / JD Lasica / Stethoscopeსტეტოსკოპი
სტეტოსკოპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვედეთის მოქალაქე, რომელიც მკურნალობის კურსს თბილისში კლინიკა Medi Club Georgia-ში გადიოდა, რეანიმობილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაიყვანეს

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. კურორტ გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული შვედეთის მოქალაქე ორსული ქალბატონი კლინიკიდან გაწერეს, იუწყება სააგენტო Новости Грузия საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაზე" დაყრდნობით.

ინციდენტი გუდაურში 16 მარტს მოხდა. სისტემური გაუმართაობის გამო, სავარძლების ნაწილი, რომლებშიც ტურისტები ისხდნენ, ქვედა სადგურისკენ უკუსვლით დაგორდა და ერთმანეთს შეეჯახა. გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი — უკრაინის, რუსეთის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.

შვედეთის მოქალაქე მკურნალობის კურსს თბილისში კლინიკა Medi Club Georgia-ში გადიოდა. სამშაბათს დილით იგი გამოწერეს და რეანიმობილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ექიმებმა დადებითად შეაფასეს.

გუდაურში დაშავებულები - Sputnik საქართველო
გუდაურში დაშავებული ტურისტები დასასვენებლად საქართველოში დაბრუნებას აპირებენ

ბოლო მონაცემებით, ღუდუშაურის კლინიკაში ამ დრომდე რჩება გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი პაციენტი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებას, სავარაუდოდ, 22-23 მარტს დატოვებენ. მათგან ყველაზე მძიმე პაციენტი უკრაინის მოქალაქეა, რომელსაც ხერხემლის ოპერაცია დასჭირდა.

გუდაურში საქართველოს ხელისუფლების მოწვევით ფრანგული საერთაშორისო კომპანია Bureau Veritas-ის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებმაც საბაგირო გზაზე ავარიის მიზეზი უნდა დაადგინონ. მათთან ერთად პროცესში ჩართული არიან საქართველოს პროკურატურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექპერტ-კრიმინალისტები და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარი ფაქტის კომენტირებისას საბაგირო გზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი გააფრთხილა, რომ დამნაშავეებს უმკაცრესად დასჯიან. პრემიერმა ასევე პირობა დადო, რომ დამსვენებლების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული და სამთო-სათხილამურო კურორტების კუთხით ქვეყნის იმიჯს ჩრდილი არ მიადგება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. დამნაშავეებს ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური