ალსუმ ქართველი დიზაინერის ფეხსაცმლით მოიწონა თავი

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიალსუ
ალსუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალმა ალსუმ ქართველი დიზაინერის ნამუშევარი პირველად არ შეაფასა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალსუმ Instagram-ის თავის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც მას ქართველი დიზაინერის აკა ნანიტაშვილის შექმნილი ფეხსაცმელი აცვია.

„კვირა პროდუქტიული გამოვიდა, დაწვრილებით ამ დღეებში… P. S. ალბათ, ბევრს მოეწონება ჩემი მხიარული „ტაპკები". ეს საჩუქარია @akananita-სგან", — დაწერა ალსუმ.

Публикация от АЛСУ❤️ALSOU Official Instagram (@alsou_a) 17 Мар 2018 в 11:00 PDT

 

გამოძახილმაც არ დააყოვნა. მომღერლის თაყვანისმცემლებმა დაწერეს, რომ მაშინვე შენიშნეს მისი ლამაზი ზოლიანი, ქვებით მორთული ფესაცმელი.

გოგა ნიქაბაძის ჩვენება - Sputnik საქართველო
ლარისა დოლინამ გოგა ნიქაბაძის ჩვენება დახურა

„ძალიან დახვეწილია, სიტყვები არ მყოფნის", „ტაპკები" მაშინვე თვალში მეცა", „მაშინვე ყურადღება მივაქციე", — წერენ მომღერლის თაყვანისმცემლები.

აკა ნანიტაშვილმა თავისი ბრენდი Aka Nanitashvili Fashion House 2009 წელს დააფუძნა. ტანსაცმლის გარდა ის ფეხსამელსაც ქმნის. ინდივიდუალობის წყალობით ქართველი დიზაინერის მოდელებმა სწრაფად მოიხვეჭა პოპულარობა არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, ყაზახეთსა და რუსეთში.

ალსუს ინტერესი ქართველი დიზაინერების მიმართ უკვე დიდი ხანია ცნობილია. რუსი მომღერალი ხშირად სტუმრობს მოსკოვის მოდის კვირეულებს, სადაც თითქმის ყოველთვის არიან წარმოდგენილი ქართველი დიზაინერები. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე გაიცნო მან ქართველი დიზაინერი თაკო მექვაბიძე, რომლის სამოსიც ალსუს გარდერობში ინახება.

 

ყველა ახალი ამბავი
0