საბაგიროზე ავარიის დროს ადგილზე კომუნიკაციის პრობლემები შეიქმნა

© photo: TBC bank / FBგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომუნიკაციასთან დაკავშირებულ პრობლემების მიზეზებზე მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ვერ საუბრობენ

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. გუდაურში  საბაგიროზე მომხდარი ავარიის დროს ორი საათის განმავლობაში კომუნიკაციის პრობლემა იყო, განუცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა სანდრო ონოფრიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს (Rustavi2).

16 მარტს, დაახლოებით 13 საათზე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა და ავარია მოხდა, რის გამოც, წინასწარი მონაცემებით, 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან საქართველოს ერთი მოქალაქე, უკრაინის ორი მოქალაქე და შვედეთის ერთი მოქალაქე, ორსული ქალბატონი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
გადადგება თუ არ გადადგება?

სანდრო ონოფრიშვილის თქმით, მაშველებმა ძალიან ოპერატიულად იმუშავეს და ორ საათში საბაგიროდან ყველა ადამიანის ჩამოყვანა მოახერხეს. მისი თქმით, ავარიის პერიოდში კომუნიკაცია მოიშალა და თანამშრომლებთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. აღნიშნულის მიზეზს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ვერ ასახელებენ და ექსპერტების დასვნას ელოდებიან.

„მიზეზი არ ვიცით. რადიოიმპულსიც ძალიან შეფერხებით მუშაობდა და ამას გამოკვლევა დაადგენს თუ ზუსტად იმ დროს რატომ არ მუშაობდა კომუნიკაცია. მე პირადად რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიყავი ინფორმაციის ვაკუუმში, იმიტომ რომ არ ვიცოდი ზუსტად რა ხდებოდა საძელეს მიმდებარე ტერიტორიაზე“, — განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილიე ირაკლი ჭირაქაძემაც დაადასტურა ტელეკომპანიასთან საუბარში, რომ   შემთხვევის ადგილზე მყოფ თანამშრომლებთან ტელეფონით დაკავშირება ავარიის პერიოდში შეუძლებელი იყო.

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გუდაურის საბაგიროზე დაშავებულთა მდგომარეობა: ბოლო ცნობები

„კომუნიკაცია ჭირდა თანამშრომლებთან ვინც იყო უშუალოდ ადგილზე, იმათთან დაკავშირება ჭირდა ტელეფონით. მიზეზს ვერ ვიტყვი რა შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ფაქტი იყო რომ ვინც ადგილზე იყო იმათთან დაკავშირება შეუძლებელი იყო,“-განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჭირაქაძემ.

ფრანგული საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები უკვე გუდაურში იმყოფებიან და საექსპერტო კვლევებს იწყებენ. მათთან ერთად პროცესში ჩართულები არიან საქართველოს პროკურატურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექპერტ-კრიმინალისტები და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. 

გუდაურში ასევე იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა,  დასკვნა მიუკერძოებელი უნდა იყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0