სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნება და სასამართლოს წინაშე წარდგომა სურს

© AP Photo / Efrem Lukatskyმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის ოპოზიციონერია, რომლის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაბრუნდეს უკრაინაში და სასამართლოს წინაშე წარდგეს.

სააკაშვილი, რომელმაც საქართველო 2013 წელს დატოვა, ამჟამად უკრაინის ოპოზიციონერია, რომლის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თებერვლის შუა რიცხვებში უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, საიდანაც ის ჰოლანდიაში მეუღლესთან გაემგზავრა. პოლიტიკოსის დაცვის მხარემ პოლიციაში მისი გატაცებისა და უკანონო გაძევების შესახებ განცხადება შეიტანა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა უკრაინაში თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა

„მე ვემორჩილები უკრაინულ კანონებს, თუნდაც ამ კანონების შემსრულებლები სრული შარლატანები იყონ… უკრაინაში ნებისმიერ მომენტში ჩამოვალ, მოვითხოვ, რომ ჩემი საქმე გაგრძელდეს, უკრაინაში ჩასვლას ვითხოვ, ვითხოვ, რომ უკრაინის სასამართლოში გამასამართლონ. ჩემს სიმართლეში მთლიანად დარწმუნებული ვარ“, — განაცხადა სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხ NewsOne-ის ეთერში.

მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან ფინანსდებოდა, კერძოდ სერგეი კურჩენკოს მიერ, და ქვეყანაში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ემსახურებოდა.

ლუცენკომ გაასაჯაროა თითქოსდა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, სადაც ფიგურირებენ სააკაშვილი, კურჩენკო და სხვ. სააკაშვილმა ამას ცრუ ბრალდებები უწოდა. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ექსპერტიზამ დაადასტურა ჩანაწერებში სააკაშვილისა და კურჩენკოს ხმების ავთენტურობა.


ყველა ახალი ამბავი
0