რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები-2018: პირველი შედეგები, სიახლეები

© Sputnik / Asatur Esayants / გადასვლა მედიაბანკშიხმის მიცემა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე უცხოეთში
ხმის მიცემა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე უცხოეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამომრჩეველთა აქტიურობამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზოგიერთ რეგიონში 2012 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. მოქალაქეთა შეგნებულობის ზრდის მაჩვენებელი გახდა ამომრჩეველთა უფრო მაღალი აქტიურობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, იუწყება РИА Новости მოსკოვის სახელწმიფო უნივერსიტეტის პროფესორ, ნადეჟდა ოსიპოვაზე დაყრდნობით.

ასე, მაგალითად, 10:00 საათისთის ჩელიაბინსკის ოლქში ამომრჩეველთა გამოცხადებაბ 9,05% შეადგინა. 2012 წელს ამ რეგიონში აქტიურობა 5,5%-ს შეადგენდა. ტიუმენის ოლქში 10:00 საათისათვის ხმა მისცა ამომრჩეველთა 16,81%-მა. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 13,37%-ს უდრიდა.

„აქ სახეზეა კანონზომიერი ტენდენცია. ეს არის მოქალაქეთა შეგნებულობის, ქვეყანაზე მათი პასუხისმგებლობის ზრდა“, — განუცხადა ოსიპოვმა РИА Новости-ს.

პირველი ამომრჩევლები  No8031 საარჩევნო უბანზე, გიუმრიში - Sputnik საქართველო
ღამე სადგურში: რუსეთის მოქალაქეები საქართველოდან ხმას გიუმრიში აძლევენ

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტისათვის შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში საარჩევნო დღე უკვე სრულდება. 

„აი ჩემს წინ ახალი ინფორმაციაა, ჩუკოტკის ავტონომიური ოლქი, სადაც საარჩევნო დღე უკვე სრულდება, გამოცხადდა ამომრჩევლების 80%. შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში აქტიურობამ მოსახლეობის სამი მეოთხედი შადგინა“, — უამბო მან სააგენტოს.

მისი თქმით, რუსეთის ზოგიერთი რეგიონმა შეიძლება თავიდან საკმარისად მაღალი რიცხვი ვერ აჩვენოს, რადგან მოქალაქეთა აქტიურობა შუადღის შემდეგ ვლინდება.

18 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სულ არჩევნების დღეს 97 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, აქედან 400-ზე მეტი უცხოეთში მდებარეობს.

კენჭისყრის პროცედურას 109 ქვეყნიდან დაახლოებით 1500 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე რვა კანდიდატი იყრის კენჭს.


ყველა ახალი ამბავი
0