ქართველებს და სომხებს არალეგალები საბერძნეთში ძვირადღირებული მანქანებით გადაჰყავდათ

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის დროშა აკროპოლის თავზე
საბერძნეთის დროშა აკროპოლის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესაზღვრეებს რომ ეჭვი არ გასჩენოდათ, ბრალდებულებს არალეგალები „ლუქს“ კლასის ძვირადღირებული ავტომობილებით გადაჰყავდათ

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს, სომხეთის და საბერძნეთის მოქალაქეები თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მიგრანტთა არალეგალური გადაყვანის ფაქტზე დააკავეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.

სარფი - Sputnik საქართველო
სიურპრიზი ბარგში: „სარფის“ მესაზღვრეებმა ჩემოდანში ქალი იპოვეს – ვიდეოკადრები

ბერძენმა პოლიციელებმა სულ 11 პირი დააკავეს, რომლებმაც, გამოძიების მონაცემებით, 2017 წლის თებერვლიდან საზღვარზე უკანონოდ 360 ადამიანი გადაიყვანეს.

აღინიშნება, რომ გონებამახვილ თაღლითებს ადამიანები „ლუქს“ კლასის ძვირადღირებული ავტომობილებით გადაჰყავდათ და ამით მესაზღვრეების ეჭვებს არ აღძრავდნენ. თანაც ადამიანები არამარტო სალონში, არამედ საბარგულითაც გადაჰყავდათ.

ასეთი გადაყვანა არალეგალებს 600 ევრო უჯდებოდათ.


ყველა ახალი ამბავი
0