დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტები უკვე გუდაურში არიან

© FB / Ministry of economy and sustainable development of Georgiaსაერთაშორისო ექსპერტები გუდაურში
საერთაშორისო ექსპერტები გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საექსპერტო კვლევებში ჩართულები არიან საქართველოს პროკურატურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექპერტ-კრიმინალისტებიც.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული საერთაშორისო, დამოუკიდებელი ექსპერტები გუდაურში საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზებს შეისწავლიან, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

16 მარტს, დაახლოებით 13 საათზე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა და ავარია მოხდა, რის გამოც, წინასწარი მონაცემებით, 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან საქართველოს ერთი მოქალაქე, უკრაინის ორი მოქალაქე და შვედეთის ერთი მოქალაქე, ორსული ქალბატონი. 

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გუდაურის საბაგიროზე დაშავებულთა მდგომარეობა: ბოლო ცნობები

სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგული საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები უკვე გუდაურში იმყოფებიან და საექსპერტო კვლევებს იწყებენ. მათთან ერთად პროცესში ჩართულები არიან საქართველოს პროკურატურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექპერტ-კრიმინალისტები და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. 

გუდაურში ასევე იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა,  დასკვნა მიუკერძოებელი უნდა იყოს.

„მთავრობას მიაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე“, — განაცხადა ქუმსიშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0