თბილისი, 17 მარტი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშრიჭალაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდნეტი იტყობინება, ისინი კომპანიისგან, რომელიც სოფელში ჰესის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, ფულად კომპენსაციას ითხოვენ.
"ჩვენ ვითხოვთ ფულად კომპენსაციას,სხვა მოთხოვნა არ გვაქვს. რაც შეეხება ჰესის მშენებლობას, არ ვეწინააღმდეგებით“, — განმარტავენ აქციის მონაწილეები.
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ტერიტორია, სადაც დღეს ჰესის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, საუკუნეების მანძილზე ნარსავიძეებისა და ჩხეტიანების მამა-პაპური მამული იყო და მათი საკუთრებაა.
„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის პროექტს სს „საპარტნიორო ფონდი“ კორეის კომპანია Kwater-თან ერთად ახორციელებს.
„ნენსკრა ჰესი“ ყოველწლიურად 1,2 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სადგური ენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი სრულად 2021 წელს დასრულდება.