საქართველო ამკაცრებს ბრძოლას კანონიერ ქურდებთან: წავლენ თუ არა დამნაშავეები სომხეთში

CC BY 2.0 / Victor / Prisionხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსში ქურდულ სამყაროს წევრობის შესახებ მუხლი არ არსებობს

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. კანონიერი ქურდები, რომლებსაც დროდადრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში აბრუნებენ, შეიძლება სომხეთში გადავიდნენ, რადგან იქ მათ სისხლის სამართლებრივი დევნა არ ემუქრება, განაცხადა სამართლის დოქტორმა, იურისტმა გიორგი ქოიავამ ვიდეოხიდზე თბილისი-ერევანი, რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.

ქურდული სამყაროს წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება საქართველოში 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის ახალი ტალღის შესახებ გამოაცხადა. საქართველოს პარლამენტმა დაარეგისტრირა ხუთი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც „კანონიერი ქურდებისა“ და ქურდული სამყაროს წევრების მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. 

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი თბილისი-ერევანი: ბრძოლა კანონიერ ქურდებთან
Доктор права, юрист Георгий Коява в пресс-центре Sputnik - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი: ბრძოლა კანონიერ ქურდებთან

„გამორიცხული არ არის, რომ ისინი [კანონიერი ქურდები] თქვენთან სომხეთში ჩავლენ, რადგან საქართველოში მათ თავისუფლებას ნებისმიერ დროს საფრთხე ემუქრება. მოგეხსენებათ, რომ ეს მუხლი მათ რაიმე ქმედების გამო კი არა, კანონიერი ქურდის სტატუსის არსებობის გამო სჯის“, — განაცხადა ქოიავამ.

ვიდეიხიდზე ჟურნალისტმა ერევნიდან დასვა შეკითხვა, რატომ შეიძლება იყოს მათთვის სომხეთი მიმზიდველი, ეს ხომ ქვეყანაა, სადაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციაა.

„თქვენ არ გაქვთ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომელიც ქურდულ სამყაროში წევრობას და კანონიერ ქურდებს სჯის. რადგან ასეთი სასჯელი არ არსებობს, ბუნებრივია, მათ არ სურთ ციხეში ყოფნა. რაც შეეხება სოციალურ მდგომარეობას, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია, ისინი ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზე დამოკიდებულნი არ არიან“, — აღნიშნა ქოიავამ.

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი თბილისი-ერევანი: ბრძოლა კანონიერ ქურდებთან
Видеомост по вопросам борьбы с ворами в законе в пресс-центре Sputnik - эксперты Коява и Маисая - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი: ბრძოლა კანონიერ ქურდებთან

ვიდეოხიდის მეორე მონაწილემ, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ კანონიერ ქურდებთან ბრძოლის ისტორია გაიხსენა.

„პირველი კანონი 2005 წელს მიიღეს, მაგრამ ის ზოგად ცნებებს ეხებოდა და ქურდული სამყაროს ლიდერებთან ასოცირდებოდა, ე.წ. კანონიერ ქურდებთან, რადგან ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ქურდული სამყარო და კრიმინალური მენტალიტეტი საზოგადოების ნაწილად იქცა, ის ზემოქმედებას ახდენდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და მათ შორის უმაღლეს დონეზეზ, და, რაც ყველაზე საინტერესოა, ხელს უწყობდა კორუპციას და იმ დროის პოლიტიკურ ელიტასთან კრიმინალური სამყაროს ჰიბრიდიზაციის ახალი სახეობების გამოჩენას“, — განაცხადა მაისაიამ.

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი თბილისი-ერევანი: ბრძოლა კანონიერ ქურდებთან
Грузинский эксперт Вахтанг Маисая в пресс-центре Sputnik - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი: ბრძოლა კანონიერ ქურდებთან

ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამო საქართველოს ხელისუფლებამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის გამკაცრება გადაწყვიტა, არის ვალდებულებები, რომლებიც საქარველომ რეადმისიის ფარგლებში იკისრა, და ასევე ევროკავშირში უკანონოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის კანონიერი ქურდების გამოძევების გახშირებული ფაქტები, მიიჩნევს მაისაია.

ევროპიდან ქართველების დეპორტაცია მას შემდეგ გახშირდა, რაც საქართველოს და ევროკავშორს შორის 2017 წლის მარტიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, რადგან ბევრმა ევროპაში წასვლა და იქ უკანონოდ დარჩენა გადაწყვიტა.

„მას შემდეგ, რაც საფრანგეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის მხრიდან შესაბამისი ზომები იქნე მიღებული, და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე მიგრანტებს საქართველოში დაბრუნება აიძულეს, ბუნებრივია, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც საქართველოში აბრუნებდნენ. სწორედ ამ მხრივ გადაწყვიტა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მათი ზეგავლენის მოთოკვა, რათა არ განმეორებულიყო ის რეციდივები, რომლებიც შევარდნაძის ეპოქაში ხდებოდა“, — განაცხადა მან.

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი თბილისი-ერევანი: ბრძოლა კანონიერ ქურდებთან
Видеомост в пресс-центре Sputnik по вопросам борьбы с ворами в законе - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი: ბრძოლა კანონიერ ქურდებთან

„კანონიერი ქურდი“ ─ ეს სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. „კანონიერი ქურდები“ დანაშაულებრივი სამყაროს იერარქიაში უმაღლეს საფეხურს იკავებენ. სტატუსის მიღება ხდება „კურთხევის“ ცერემონიაზე, რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის“ რეკომენდაციით. როგორც წესი, ქურდული სამყაროს წევრები ხელმძღვანელობენ საკუთარი კოდექსით, რომლის დარღვევაც, შესაძლოა, სტატუსის ჩამორთმევის მიზეზიც გახდეს.


ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური