Sputnik-საქართველოს რეპორტიორმა პროექტის ფარგლებში "ჟურნალისტი იცვლის პროფესიას" ქართულ რესტორანში მზარეულის ამპლუაში მოსინჯა ძალები. იხილეთ ფოტოლენტა, თუ როგორ გამოიყურება ერთ-ერთი ქართული რესტორნის სამზარეულო

ყველას მოწონს ქართული კერძები, აქ კი მათი მომზადების პროცესს იხილავთ

კულინარია - ეს მთელი მეცნიერებაა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ისწავლება

ბევრი ქართული რესტორნის სამზარეულო, სადაც ტრადიციული კერძები მზადდება, საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს

კერძის მოსამზადებლად, ცოდნის გარდა შთაგონებაა საჭირო

კერძები ერთჯერადი ხელთათმანებით მზადდება - დღეს ეს აუცილებელი პირობაა კვების ობიექტებისათვის

მზარეულის პროფესიის სწავლა არც ისე ადვილია, ამაში Sputnik-საქართველოს რეპორტიორი დარწმუნდა

მზარეულის ამპლუაში ძალების მოსასინჯად Sputnik-საქართველოს რეპორტიორმა მთელი დღე რესტორნის სამზარეულოში გაატარა, სადაც პროფესიონალებმა აუხსნეს და უჩვენეს, როგორ უნდა მომზადდეს სხვადასხვა კერძები

ხინკალი ყველას მოსწონს, მაგრამ მისი მომზადების პროცესი ყურადღებას და მოხერხებულობას ითხოვს

ნებისმიერი ქართული რესტორნის სამზარეულოში გამოიყენება სუნელები, მწვანილი და სხვადასხვა სანელებლები

მაშასე, სწავლის პირველი კურსი გავლილია - თუმცა Sputnik-საქართველოს რეპორტიორი დარწმუნდა, რომ მზარეულობა მარტივი არაა, ამისათვის აუცილებელია ცოდნა, უნარი და ნიჭი