ორ კვირაში 11 მოძალადე დააკავეს: ოჯახური ძალადობის ფაქტები საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულ პირთა ნაწილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ბრალდებით ორი მარტიდან დღემდე, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში, 11 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძალადობა - Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება

სამართალდამცველებმა გორში 30 წლის მამაკაცი მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს. მან მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულმა ყელისა და მაჯის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიიყენა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ოჯახში ძალადობა“) და 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა“) მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა გორში კიდევ ერთი 27 წლის მოძალადე დააკავეს, რომელმაც ორსულ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს და  დანაშაული ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0