ერთი გოგონას მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და ემოციები, რომლის გამოც ცხოვრება ღირს

© FB / Elena Chubinidzeელენა ჩუბინიძე
ელენა ჩუბინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ ცხოვრება გაილამაზო, ზოგჯერ უბრალოდ მოქმედებაა საჭირო - წახვიდე სამოგზაუროდ, დაივიწყო პრობლემები, დატკბე საუცხოო ხედებით, გაეცნო უხო ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და შენი ვოიაჟი დაუვიწყარ ზღაპრად აქციო, იქიდან კი სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდე.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ელენა ჩუბინიძეა. როგორც ელენამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ძალიან დიდი, დადებითი ემოცია სწორედ მოგზაურობას მოაქვს.

© FB / Elena Chubinidzeელენა ჩუბინიძე
ელენა ჩუბინიძე - Sputnik საქართველო
ელენა ჩუბინიძე

— მოგზაურობას განსაკუთრებული როლი აკისრია ჩემს ცხოვრებაში, წარმოუდგენლად მიმაჩნია მის გარეშე ცხოვრება. მას შემდეგ რაც მოგზაურობა დავიწყე წელი არ გავა, რომ არ გადავკვეთო საქართველოს საზღვარი. თუმცა თუ ამის საშუალება არ არის საქართველოსაც აქვს იმის რესურსი, რომ  აღმოაჩინო ახალი ადგილები და გახადო ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი.

- პირველი მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილება გაიხსენეთ…

— პირველად ვიმოგზაურე 2012 წელს ნეპალში. ეს მოგზაურობა თავგადასავლებითა და შთაბეჭდილებებით იყო სავსე და დღემდე საოცრად მახსენდება.  აეროპორტში ჩაფრენისთანავე მივხვდი, რომ აბსოლუტურად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. დღემდე ვერ გამოვდივარ ნეპალური შოკიდან და ამას ყოველთვის აღნიშნავენ ჩემს ირგვლივ მყოფები. როცა ნეპალზე ვყვები თვალები მიბრწყინავს და ბედნიერი ვხდები. ყველაზე მეტად ნეპალში მაინც იმით გავოცდი, რომ ძალიან ღატაკი მოსახლეობაა, მაგრამ ბედნიერად გრძნობენ თავს, ყველა გიღიმის და ვერ ნახავ მოღუშულ, ან აგრესიულ ადამიანს. ეს არის ქვეყანა, რომელიც სიყვარულის, სიმართლის, შუქისა და მშვიდობის ადგილია. საკმარისია იცოდე სიტყვა „ნამასტე“ და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციას მარტივად შეძლებ.

© Photo: Courtesy of Elena Chubinidzeელენა ჩუბინიძე
ელენა ჩუბინიძე - Sputnik საქართველო
ელენა ჩუბინიძე

- ამის მერე რამდენად გაგიმძაფრდათ მოგზაურობის სურვილი?

— პირველი მოგზაურობა, როგორც აღვნიშნე ნეპალში მქონდა. მას შემდეგ, რაც  სოფელ ნაგარკოტში ჰიმალაის კედელიდან მზის ამოსვლას ვუყურე მივხვდი, რომ საქართველოშიც გვაქვს მთები, რომლებიც არ მქონდა ნანახი და აუცილებლად უნდა მენახა,  ამიტომ გადავწყვიტე ლაშქრობა დამეწყო. ვესტუმრე სვანეთს, ხევსურეთს, ზემო აჭარას, რაჭას, სამეგრელოს. ვთვლი, რომ ულამაზესი ქვეყანა გვაქვს და ჯერ კიდევ ბევრი ადგილი დამრჩა, რომელიც აუცილებლად უნდა ვნახო.

- რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

— ჯერ-ჯერობით მხოლოდ 11 ქვეყანაში ვიმოგზაურე და აქედან რამდენიმეში მეორედაც ჩავედი. ეს ქვეყნები ძირითადად ევროპაში მდებარეობს. ევროპის ქვეყნებიდან გამოვარჩევდი პორტუგალიას, ვთვლი, რომ ულამაზესი ქვეყანაა და აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ბევრი დამრჩა სანახავი. პორტუგალიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქ მუზეუმია სინტრა, რომლის მთელი დასახლება იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. სინტრაში უამრავი ციხე კოშკი და სასახლეა, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი მაინც პენას სასახლეა. ასევე ძალიან ლამაზი ხედი იშლება კაბო დე როკადან, რომელიც ევროპის უკიდურესი სახმელეთო პუნქტია და 140 მეტრი სიმაღლიდან გადმოჰყურებს  ატლანტის ოკეანეს.

© Photo: Courtesy of Elena Chubinidzeმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- ვოიაჟის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ვინ გიწევს მეგზურობას. ხშირ შემთხვევაში არიან თქვენი პარტნიორები და რამდენად საინტერესოა მათთან ერთად მოგზაურობა?

— ძირითადად მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ. ყველაზე ხშირად ჩემს საუკეთესო დაქალთან ერთად მიმოგზაურია. ვერ წარმომიდგენია ადამიანს მოგზაურობა უნდოდეს და მასთან ერთად საინტერესო არ იყოს ვოიაჟი.

- როგორ გეგმავთ ტურს?  ყველა ფორმალობას თავად აგვარებთ?

— ევროპაში ძირითადად ჩემით ვაგვარებ მოგზაურობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რადგან ასე გაცილებით იაფად შეიძლება მოგზაურობა და ბევრად კომფორტულად. ხოლო რაც შეეხება ნეპალსა და თურქეთის კურორტებს, ამ შემთხვევაში ტურისტული სააგენტოს დახმარებით ვიმოგზაურე.

— ძირითადად momondo.com-ზე ვნახულობ ბილეთების ფასებს, ხოლო რაც შეეხება სასტუმროს ან ბინის ქირაობას უფრო ხშირად booking.com-ზე  ან airbnb.com-ზე ვეძებ.

© Photo: Courtesy of Elena Chubinidzeბჰაკტაპური
ბჰაკტაპური - Sputnik საქართველო
ბჰაკტაპური

- ხასიათიდან გამომდინარე ადამიანებს სხვადასხვა ტიპის ქვეყნები იზიდავთ. თქვენ როგორი ტიპის ქვეყნები მოგწონთ და სად გრძნობთ თავს კომფორტულად?

— ძირითადად მაინც ეგზოტიკურ ქვეყნებს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან განსაკუთრებით საინტერესო და განსხვავებულია, თუმცა შედარებით ძვირი სიამოვნებაა. ყოველი ახალი ქვეყნის ნახვისას ახალი კულტურისა და ხალხის გაცნობისას ვხვდები, რომ კიდევ ბევრი რამ მაქვს სანახავი.

- ყველა მოგზაურობას თან ახლავს თავგადასავლები. ხშირად ჩავარდნილხართ უცნაურ, ან კურიოზულ სიტუაციაში?

— ყველაზე დასამახსოვრებელი თავგადასავალი ნეპალის დედაქალაქში, კატმანდუში მქონდა. პირველი დღე იყო ჩემთვის, ამიტომ ყველაფერი უცხო და განსხვავებული იყო. გადავწყვიტე მარტო გავსულიყავი ქუჩებში და დამეთვალიერებინა მიმდებარე ტერიტორია. კატმანდუში სამი პარალელური ქუჩაა, სადაც უამრავი  მაღაზიაა, რომლებიც ერთმანეთს გავს. ერთ-ერთ მაღაზიაში გადავწყვიტე მაისური მეყიდა და ზურგჩანთა მოვიხსენი, რომელშიც პასპორტი ფული და ფოტოაპარატი მედო. გავიზომე მაისური და რომ წამოვედი ზურგჩანთა ამ მაღაზიაში დამრჩა. სასტუმროში მოსვლის შემდეგ გამახსენდა ზურგჩანთა, რომ არ მქონდა და ძალიან ვინერვიულე, რადგან აღარ მქონდა დაბრუნების იმედი. ერთ-ერთი მეგობარი გამყვა, თუმცა ისიც არ მახსოვდა, მაღაზია რომელი იყო ან სად… საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მაღაზიის კეთილმა მეპატრონემ ჩანთა დამიბრუნა და არაფერი დამიკარგავს.

კუტნაჰორაში გაოცებული დავრჩი, როდესაც ადამიანის ჩონჩხებით მორთული ტაძარი მოვინახულე.

© FB / Elena Chubinidzeელენა ჩუბინიძე
ელენა ჩუბინიძე - Sputnik საქართველო
ელენა ჩუბინიძე

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით? ეგზოტიკური, ან უცნაური რა გაგისინჯავთ?

— ამ მხრივ ჩემთვის ყველაზე დასამასხოვრებელი იყო დრეზდენი, სადაც უგემრიელესი კერძები გავსინჯე. ძალიან კარგად მახსენდება ნეპალი. იქ ყოფნის დროს ძალიან მონატრებული ვიყავი ქართულ სამზარეულოს და დავაგემოვნე „მომო“, რომელიც იაკის ხორცისგან მზადდება და ძალიან გავს ხინკალს.

- ამ ხნის განმავლობაში რა მოგცათ მოგზაურობამ, რა კვალს ტოვებს ეს თქვენს ცხოვრებაში?

— მოგზაურობამ  ახალი მეგობრები, გამოცდილებები და ისტორიები შემძინა. ასევე ვთვლი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტი  გეხმარება საკუთარი კულტურის მიღმა უფრო იოლად დაამყარო კავშირი განსხვავებული წარმომავლობისა და კულტურის ადამიანებთან.  ახალი ადამიანები, შეგრძნებები, გემო და სანახაობები ცვლილებებისკენ მიბიძგებენ რაც თავისთავად ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იწვევენ ჩემში.

© FB / Elena Chubinidzeელენა ჩუბინიძე მეგობართან ერთად პორტუგალიაში
ელენა ჩუბინიძე მეგობართან ერთად პორტუგალიაში - Sputnik საქართველო
ელენა ჩუბინიძე მეგობართან ერთად პორტუგალიაში

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

— მეგობრებს დაგეგმილი გვაქვს მაისის ბოლოს ვესტუმროთ კვიპროსს და დავისვენოთ ულამაზეს აია ნაპაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0