თედო ჯაფარიძე: რუსეთისადმი პრემიერის მიმართვა ბევრ ნიუანსს შეიცავს

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა - ბრიფინგების დარბაზი
საქართველოს მთავრობა - ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მკვეთრი განცხადება გააკეთა იმ პოლიტიკოსების მისამართით, რომლებმაც მთავრობის მეთაური რუსეთისადმი მიმართვის გამო გააკრიტიკეს

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა რუსეთისადმი შეიცავს რიგითი ადამიანისთვის დაფარულ, თუმცა გამოცდილი პოლიტიკოსებისთვის გასაგებ ნიუანსებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძემ.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერის ინიციატივას, რომელიც ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანას ემსახურებოდა. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ურთიერთობების მოგვარების კუთხით რუსეთი მზად არის იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში.

„განცხადების ტექსტში არის უამრავი ჩამალული ნიუანსი და დეტალი, რომელიც შეიძლება საჯარო არ იყოს და მისი გასაჯაროებასაზიანოც იყოს ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებაში გათვალისწინებულია უამრავი კონიუნქტურული მომენტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან და რომელზეც ადამიანი საჯაროდ არ ისაუბრებს“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ“, — განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთისადმი პრემიერის მიმართვა რთული ნაბიჯი იყო

მრჩეველის თქმით, მისი დაგვიანებული კომენტარის მიზეზი არის ის, რომ ბოლო დღეებში ის ჩართული იყო კონსულტაციებში უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის ელჩებთან.

„ჩვენ განვიხილეთ, როგორც პრემიერის განცხადება, ისე – რუსეთის საგარეო უწყების დეპარტამენტის გამოხმაურება. პირდაპირ გეტყვით, რომ ყველამ უცხოეთში, მათ შორის ელჩებმა, ჩემმა კოლეგებმა და სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს ამ განცხადებაში გაჟღერებულ თემებთან დაკავშირებით და მას სტრატეგიულად გაწონასწორებული და მიზანმიმართული უწოდეს“, — აღნიშნა ჯაფარიძემ.

მან ასევე მიმართა იმ ექსპერტებს და ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებმაც, ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული განცხადება გამოიყენეს, როგორც „არა პოლიტიკოსებმა, არამედ როგორც პოლიტიკანებმა, საკუთარი პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით“.

„მათ პირველ რიგში ზიანი მიაყენეს საკუთარ თავს, საკუთარ პოლიტიკურ მომავალს, თუ მათ ამგვარი პოლიტიკური მომავალი გააჩნიათ და ამას ყოველგვარი ქილიკისა და ირონიის გარეშე ვამბობ. მე საგარეო საქმეებში და ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ დიდი ხანია, ვარ. უამრავი განცხადება და დოკუმენტი მინახავს, ბევრის მომზადებაში მიმიღია მონაწილეობა და მინდა, ერთი რამ გაითვალისწინონ, განსაკუთრებით ყიჟინით აღსავსე ჩვენმა კრიტიკოსებმა – დოკუმენტების, განცხადებების წაკითხვას საკმაო გამოცდილება და ცოდნა სჭირდება“, — ხაზგასმით აღნიშნა ჯაფარიძემ.

მანამდე პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დილეტანტური უწოდა იმ შეფასებას, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა კვირიკაშვილის რუსეთისადმი მიმართვას მისცა. უმეტესწილად, კრიტიკა ეხებოდა მიმართვის იმ ნაწილს, რომელიც აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის წარმართვის მზადყოფნას უკავშირდებოდა. ოპოზიციონერების თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან პირდაპირი დიალოგი ნიშნავს ამ ტერიტორიების საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად აღიარებას.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: მოსკოვის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პრემიერის განცხადება პირველ რიგში იყო მიმართული იმისკენ, რომ მომხდარიყო ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა.

ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში დაკავების შემდეგ 22 თებერვალს გარდაიცვალა. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ცხინვალში გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელეს.

საქართველოში რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების ბრალდებების არ სჯერათ. ტატუნაშვილის ახლობლები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს და მისი ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ მოხდება.


ყველა ახალი ამბავი
0