თბილისის აეროპორტში „კანონიერი ქურდი" „სულიკო ტბილისკი" დააკავეს

გამოწერა
საქართველოს მოქალაქე ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ე.წ. ქურდულ გარჩევებში აქტიურად მონაწილეობდა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ბელარუსის რესპუბლიკიდან დეპორტირებული საქართველოს 45 წლის მოქალაქე, წარსულში ნასამართლევი „კანონიერი ქურდი" სულიკო შარიქაძე, მეტსახელად „სულიკო ტბილისკი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, განაცხადა ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

დაკავება - Sputnik საქართველო
უკრაინიდან ქართველი „კანონიერი ქურდი“ გამოაძევეს

სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ბელარუსიდან საქართველოში ჩამოფრინდა.

როგორც გამოძიებით დადგინდა, შარიქაძე 1993 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად". ასევე დადგინდა, რომ იგი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა და ე.წ. ქურდულ გარჩევებში აქტიურად მონაწილეობდა.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე ვადით, ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე.

ყველა ახალი ამბავი
0