სოლოლაკში ერთ-ერთ საცხობში ქალი გაიგუდა

© Sputnik / Levan Avlabreliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საცხობის მეორე თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ძველ თბილისში, სოლოლაკში, ერთ-ერთ საცხობში,სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ერთი ქალი გარდაცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

სავარაუდოდ, გარდაცვლილი ქალი საცხობის თანამშრომელი იყო. მეორე თანამშრომელი ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0