ბუნების დამცველები დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ახალი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ ცდილობდნენ აქციის მონაწილეები მთავრობის ყურადღების მიპყრობას.
საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 50 პატარა და საშუალო ჰესის აშენებას აპირებს. მათ შორისაა ნენსკრაჰესი და ხუდონჰესი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, ასევე ონიჰესი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
მაღალმთიანი რეგიონების მკვიდრები და ბუნების დამცველები პერმანენტულად მართავენ საპროტესტო აქციებს თბილისში. ისინი ამით ახალი ჰესების აშენების შემდეგ ეკოსისტემაზე ზეგავლენის შესაძლო მძიმე შედეგებისთვის თავის არიდებას ცდილობენ. სვანეთში საპროტესტო აქციები 2015 წელს დაიწყო, როდესაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გეგმის შესახებ გახდა ცნობილი.